ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾33.00 Original price was: ₾33.00.₾29.70Current price is: ₾29.70.
B ჰეპატიტის ვირუსი შედგება ბირთვისა და გარსისაგან. მისი გენომი შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ს. ინფექცია გადაეცემა სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი – დაახლოებით 70 დღე (40-160 დღე). ვირუსი ასევე გვხვდება სხეულის სხვა სითხეებში, როგორიცაა ნერწყვი. ის შეიძლება დედიდან ბავშვს გადაეცეს სისხლთან ან ვაგინალურ სეკრეტთან კონტაქტით, მაგრამ მიიჩნევა, რომ პლაცენტის მეშვეობით მისი გადაცემა შეუძლებელია.
B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) არის ვირუსის გარე გარსის ნაწილი. ის ცნობილია როგორც “ავსტრალიური ანტიგენი” და ერთ-ერთი პირველი მარკერია, რომელიც სისხლში ჩნდება ინკუბაციური პერიოდის ბოლოს (სისხლში ვირუსული დნმ-ის გამოვლენის პარალელურად) და HBcor-IgM-ის (B ჰეპატიტის cor ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეული) გამოჩენამდე 2 კვირით ადრე. მისი გაქრობა ხელსაყრელი პროგნოზული კრიტერიუმია და პირიქით, მისი პერსისტირება 6 თვეზე მეტ ხანს მიუთითებს პროცესის ქრონიკულობაზე.
ჩვეულებრივ, HBsAg-ის ელიმინაცია შეინიშნება ALT-ის ნორმალიზებისა და კლინიკური გამოვლინების გაქრობის შემდეგ.
ამ ანტიგენის საპასუხოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ ანტისხეულებს (Anti-HBs), რომელთა გამოვლენაც ხდება HBsAg-ის ელიმინაციიდან 1-4 თვის შემდეგ (ამ პერიოდს ეწოდება “სეროლოგიური ფანჯრის” პერიოდი) და მათი გამოჩენა გამოჯანმრთელებაზე მიუთითებს. ამ ანტისხეულების გამოჩენა HBsAg-ის გამოვლენის პარალელურად არის არასასურველი პროგნოზული კრიტერიუმი (დაფიქსირებული ფულმინანტური ჰეპატიტის დროს).
B ჰეპატიტის ქრონიკული მიმდინარეობისას მუდმივად ვლინდება HBsAg, თუმცა იგი არ ავლენს რეპლიკაციურ აქტივობას (აუცილებელია გამომწვევის დნმ-ის გამოვლენა PCR-ით, HBeAg-ის და ანტისხეულების განსაზღვრა) და შეიძლება ორგანიზმში დარჩეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მოზარდების დაახლოებით 5-10% და დედის მიერ ინფიცირებული ბავშვების 90% ვერ იცილებს ვირუსს და რჩება HBsAg-ის ქრონიკული მატარებელი. HbsAg-ის მატარებელი პაციენტების მესამედს უვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს ღვიძლის ციროზში და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ჰეპატოცელულურ კარცინომამდეც მივიდეს.
ვერტიკალური გადაცემა დედიდან ნაყოფზე ხდება „HBsAg დადებით“ ორსულთა დაახლოებით 20%-ში და იმ ქალების დაახლოებით 60%-ში, რომელთაც პირველადი ინფექცია ჰქონდათ ორსულობის დროს. ვინაიდან ჰეპატიტის ინფექციის ვერტიკალური გადაცემის სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული არეალის და მოსახლეობის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ საშვილოსნოსშიდა ინფექციებისადმი მიდრეკილება დამოკიდებულია ვირუსის შტამზე და მოსახლეობის გენეტიკურ სტრუქტურაზე. ორსულ ქალებს, რომელთა შემთხვევაშიც განისაზღვრა HbsAg, ესაჭიროებათ დამატებითი გამოკვლევა (რეპლიკაციის მარკერების განსაზღვრა (HbeAg) და გამომწვევის დნმ-ის იდენტიფიკაცია PCR-ით).
HBsAg არის ყველაზე გავრცელებული სეროლოგიური მარკერი HBV ინფექციისთვის (მწვავე და ქრონიკული), თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გარკვეულ კლინიკურ სიტუაციებში, სისხლში, ეს ანტიგენი არ ვლინდება: მაშინ, როცა დაავადება ვითარდება მწვავე B ჰეპატიტის “სეროლოგიური ფანჯრის” დროს (HBsAg-ის და მის მიმართ ანტისხეულების არარსებობა); იმ შემთხვევათა 10%-ში, როდესაც აღინიშნება D ჰეპატიტის ვირუსთან კო-ინფექცია (ერთობლივი ინფექცია), D ჰეპატიტის ვირუსის ინჰიბიტორული ეფექტის გამო და B ჰეპატიტის ვირუსის მუტანტური ფორმების იშვიათი ვარიანტების შემთხვევაში. ამიტომ, HBsAg-ზე ტესტის უარყოფითი შედეგის დასადასტურებლად, ოპტიმალურია HBcorAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.
სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
https://www.synevo.bg/hepatit-b-hbsag/
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-b.html
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები