Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის Cor ანტიგენი (HBcAg) | ანტისხეულები (საერთო)

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის Cor ანტიგენი (HBcAg) | ანტისხეულები (საერთო)
SKU: 2010

Original price was: ₾35.00.Current price is: ₾31.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

B ჰეპატიტის ვირუსი შედგება ბირთვისა და გარსისაგან. მისი გენომი შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ს. ინფექცია გადაეცემა სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი – დაახლოებით 70 დღე (40-160 დღე).

B ჰეპატიტის ბირთვული (ცენტრალური) ანტიგენი (HbcAg) გვხვდება მხოლოდ ინფიცირებული ღვიძლის უჯრედებში, და არა სისხლში. ანტისხეულები ამ ანტიგენის მიმართ (ანტი-HBc) ჩნდება სისხლში საკმაოდ ადრე – HBs-ის (B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი) საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოჩენამდე და აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა.

ანტი-HBc ანტისხეულები, თითქმის ყოველთვის, შესამჩნევი ხდება დაავადების ინკუბაციურ პერიოდში. HBs ანტიგენის გაქრობის შემდეგ და ანტი-HBs ანტისხეულების გამოჩენამდე („სეროლოგიური ფანჯარა“), ანტი-HBc ანტისხეულები და ანტი-HBc-IgM ანტისხეულები შეიძლება იყოს მწვავე B ჰეპატიტის არსებობის ერთადერთი მაჩვენებელი.

ანტი-HBc ანტისხეულების პერსისტირების გამო (ჩვეულებრივ, ინფექციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში), ამ ანტისხეულების განსაზღვრა სასარგებლოა ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის – HBV ინფექციის გავრცელების დასადგენად პოპულაციის გარკვეულ ჯგუფებში.

ჯანმრთელ HBs ანტიგენის მატარებლებში განსაზღვრული ანტი-HBc ანტისხეულების ტიტრი საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე მწვავე B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ხოლო ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში საშუალოდ 100-ჯერ მეტია. ანტი-HBc ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი, თუნდაც „HBsAg უარყოფით“ ადამიანებში, მიუთითებს ქრონიკული B ჰეპატიტის არსებობაზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი B ჰეპატიტის Cor ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე?

  • მწვავე და ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა;
  • HBsAg და ანტი-HBs ანტისხეულების ტესტების დადებითი შედეგების შემოწმება.
  • ანამნეზში არსებული ინფექციის იდენტიფიცირება;
  • ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტისა და B ჰეპატიტის დიფერენციალური დიაგნოზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • მწვავე B ჰეპატიტი, „სეროლოგიური ფანჯრის“ პერიოდის ჩათვლით;
  • ქრონიკული B ჰეპატიტი;
  • B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია ანამნეზში (წინა HBV).

უარყოფითი შედეგი:

  • მწვავე B ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი;
  • არ არის ვირუსული ინფექცია;
  • გამოვლენილი ანტი-HBs ანტისხეულების პოსტვაქცინაციური ბუნების დადასტურება.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/anti-hbc/
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-b.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button