
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
A ჰეპატიტის ვირუსის (HAV) მიმართ IgM ანტისხეულების განსაზღვრა გამოიყენება მწვავე ან ახლახან გადატანილი A ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის. კვლევა მნიშვნელოვანია მწვავე ვირუსული ჰეპატიტის მიზეზის დასადგენად, განსაკუთრებით სიყვითლის, ღვიძლის ფერმენტების მატებისა და ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების არსებობისას.
A ჰეპატიტის ვირუსი მცირე ზომის, არა-კაფსულირებული ვირუსია, რომელიც ეკუთვნის პიკორნავირუსების ოჯახს და ჰეპატოვირუსების გვარს. წარმოდგენილია ერთჯაჭიანი რნმ-ის შემცველი გენომით და კაფსიდით.
ვირუსი ძირითადად გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდეა (საშუალოდ 15-60 დღე). განვითარებული ჰეპატიტიები საშუალო სიმძიმისაა, თუმცა შესაძლოა განვითარდეს გართულებები. ჰეპატიტი A ვირუსი არ პერსისტირებს ორგანიზმში და არ იძლევა ქრონიკულ ფორმას.
პაციენტის მომზადება –კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა –ვენური სისხლი
HAV ვირუსის მიმართ IgM ანტისხეულების განსაზღვრა რეკომენდებულია, როდესაც არსებობს მწვავე A ჰეპატიტის ინფექციის ეჭვი. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა სისუსტე, მადის დაქვეითება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, შარდის გამუქება, კანისა და თვალების სიყვითლე.
ტესტის ჩატარება ასევე მიზანშეწონილია ინფიცირებულ პირთან კონტაქტის, A ჰეპატიტის გავრცელების კერის არსებობის ან ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST) მომატების შემთხვევაში. IgM ანტისხეულები ინფიცირების ადრეულ ეტაპზე ჩნდება და მწვავე ინფექციის სანდო მარკერს წარმოადგენს.
რეფერალური ნორმები –IgM, IgG – ნეგატიური
ანტი-HAV-ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებელი, არ გამორიცხავს ჰეპატიტის სხვა ვირუსების, განსაკუთრებით B ჰეპატიტის ვირუსების არსებობას.
ანტი-HAV-ანტისხეულების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ისეთი გარემოებები, როგორიცაა:
ვირუსი სისხლსა და განავალში წარმოდგენილია დაავადების კლინიკური განვითარებიდან 2 კვირით ადრე და სიყვითლის ალაგებიდან 2 კვირის განმავლობაში.
ინფექციის რუტინული დიაგნოსტიკა სეროლოგიას ეფუძნება. პირველი ანტისხეულები, რომლებიც სისხლში ვლინდება ARIS ანტი-HAV-IgM სიმპტომების განვითარებისთანავე, მაქსიმუმს აღწევს ერთ თვეში და უკუგანვითარდება 6 თვეში. მწვავე პერიოდის შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში ვლინდება IgG. IgG გამოჩენ ადასტურებს გადატანილ ინფექციას ან იმუნიტეტის არსებობას A ჰეპატიტის მიმართ.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
