Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გამაგლუტამილტრანსფერაზა (GGT)

ცნობილი როგორც:Gammaglutamyltransferase (GGT)
SKU: 1051

13.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

GGT – გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზა, გამაგლუტამილტრანსფერაზა – არის ფერმენტი, რომელიც ძირითადად გვხვდება თირკმლებში, ღვიძლში, პანკრეასში და ნაკლებად სხვა ქსოვილებში.

GGT სინთეზი შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლში ქოლესტაზით, ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებით და ისეთი წამლების თერაპიული დოზებით, როგორიცაა ფენიტოინი. GGT დონე მომატებულია სიმსივნურ უჯრედებში ჰეპატომის დროს, ღვიძლის სიმსივნეებით შეკუმშულ ჰეპატოციტებში და ციროზული ღვიძლის რეგენერაციულ უბნებში. შრატში GGT დონის მატება ასევე განპირობებულია უჯრედის მემბრანის დაზიანებით ტოქსინებით (ალკოჰოლის ჩათვლით), იშემიით, ინფექციებით. GGT წარმოადგენს ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების სპეციფიკურ ფერმენტს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

GGT არის ჰეპატობილიარული სისტემის (ღვიძლის, სანაღვლე გზების) დაზიანების დიაგნოსტიკური მარკერი და განისაზღვრება შემდეგი დაავადებების დროს:

  • A, B, C, E ჰეპატიტის ვირუსებით გამოწვეული მწვავე ვირუსული ჰეპატიტი;
  • სხვა ვირუსებით გამოწვეული მწვავე ჰეპატიტი – მაგ. EBV, CMV;
  • ქრონიკული ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ნაღვლის ბუშტის დაავადება;
  • ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი;
  • სიყვითლე – GGT წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს სიყვითლის გამომწვევი მიზეზის დასადგენად – ღვიძლის დაავადება ან ნაღვლის სადინრების ობსტრუქცია კენჭით (ქვით), ღვიძლის სიმსივნით, ან პანკრეასის მიერ;
  • ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებები;
  • სანაღვლე გზების აუტოიმუნური დაავადებები – პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი;
  • ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენება ბოროტად – GGT ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელია.
  • გრძელვადიანი თერაპია ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და სხვა.

ტუტე ფოსფატაზა (ALP), ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST), ბილირუბინის მთლიანი და პირდაპირი ფრაქცია ჩვეულებრივ განისაზღვრება GGT-სთან ერთად.

GGT-ის მნიშვნელობა უფრო ინფორმაციულია ბილიარული სისტემის დაავადებებისთვის (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ობსტრუქციული სიყვითლე), ვიდრე ALP-ს მნიშვნელობა, რადგან ის უფრო ადრე მატულობს და უფრო დიდხანს ნარჩუნდება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • მწვავე ვირუსული ჰეპატიტის დროს GGT უფრო მცირე რაოდენობით იზრდება, ვიდრე ღვიძლის სხვა ფერმენტები (AST, ALT);
  • GGT-სა და ALP-ის ზრდა ჩვეულებრივ პარალელურია. GGT-ის მნიშვნელოვანი ზრდა გვხვდება ბილიარული სისტემის ობსტრუქციის დროს;
  • ღვიძლის ციროზის დროს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 2-10-ჯერ;
  • უფრო მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება აგრეთვე ღვიძლის სტეატოზის (ღვიძლის გაცხიმოვნება), ქრონიკული ჰეპატიტის, პირველადი ბილიარული ციროზის და პირველადი სკლეროზული ქოლანგიტის დროს;
  • ალკოჰოლიზმის დროს GGT-ის გაზრდის ხარისხი დამოკიდებულია ბოროტად გამოყენების ხანგრძლივობაზე და მიღებულ რაოდენობაზე. ფერმენტების დონე თანდათან მცირდება ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ რჩება ნორმაზე მაღლა დიდი ხნის განმავლობაში.
  • მწვავე პანკრეატიტი;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა;
  • შაქრიანი დიაბეტი (ოდნავ მომატებული);
  • სიმსივნეები (მსუბუქი მატება);
  • ცერებრალური სისხლჩაქცევები (მსუბუქი მატება).

დამატებითი ინფორმაცია

 

 

 

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button