ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გამა-ინტერფერონი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:გამა-ინტერფერონი
SKU: 1352

₾290.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

გამა-ინტერფერონი (IFN-γ) ციტოკინია, რომელსაც ძირითადად T-ლიმფოციტები და NK-უჯრედები გამოიმუშავებენ. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ იმუნურ პასუხში და ორგანიზმის დაცვაში ინფექციების, განსაკუთრებით ტუბერკულოზის, ვირუსებისა და ზოგიერთი სხვა პათოგენის წინააღმდეგ

გამა ინტერფერონი IFNγ, ძირითადად სინთეზდება ტიპი-1 T ჰელპერი ლიმფოციტების, NK (natural killer ) ნატურალური კილერების და ციტოტოქსიური T უჯრედების მიერ.

IFNγ-ის სპეციფიკური რეცეპტორები მაკროფაგების, კერძოდ – NK (natural killer ) ბუნებრივი კილერების მემბრანაზეა განლაგებული. სტრუქტურული თვალსაზრისით ეს რეცეპტორები განეკუთვნება ციტოკინური რეცეპტორების (ინტერფერონის ტიპის) სუპეროჯახს. რეცეპტორი წარმოადგენს ორი სუბერთეულისგან – IFNGR1 და IFNGR2 შედგენილ ჰეტეროდიმერს. IFNGR1 და IFNGR2 სუბერთეულების  მაკოდირებელი გენების მუტაციები განაპირობებს მიკობაქტერიით და სალმონელით გამოწვეული ინფექციებისადმი  გაზრდილ მიდრეკილებას.

გამა ინტერფერონი IFNγ ასტიმულირებს ანტიგენის წარდგენას და ციტოკინების სინთეზს მონოციტების მიერ. გარდა ამისა უზრუნველყოფს ამ უჯრედების სხვა ფუნქციების სტიმულირებასაც: ადჰეზია, ფაგოციტოზი, სეკრეცია, რესპირატორული ანთება და აზოტის ოქსიდის (NO) სინთეზი.

ამგვარად, გამა ინტერფერონი IFNγ, უზრუნველყოფს  მაკროფაგების აკუმულაციას უჯრედული იმუნური პასუხის განხორციელების უბანში და აძლიერებს მაკროფაგების მიერ უჯრედშიდა მიკროორგანიზმების განადგურებას. გამა ინტერფერონი ასევე აძლიერებს სხვა უჯრედების – ნეიტროფილების და ნატურალური კილერების მიერ  მიკროორგანიზმების განადგურების მიერ. INFα და IFNβ ინტერფერონების მსგავსად, გამა ინტერფერონი IFNγ აფერხებს ვირუსების გამრავლებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • იმუნური სისტემის ფუნქციის შეფასებისთვის
  • ინფექციური და ანთებითი პროცესების კვლევისას
  • ზოგიერთი იმუნოდეფიციტური მდგომარეობის შეფასებისთვის
  • გამა-ინტერფერონის გამოთავისუფლების ტესტებში (IGRA) რომლებიც ტუბერკულოზური ინფექციის გამოვლენას ემსახურება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

გამა-ინტერფერონის მომატებული ან შემცირებული დონე დამოუკიდებლად დიაგნოზს არ წარმოადგენს. შედეგების შეფასება უნდა მოხდეს:

  • კლინიკურ სიმპტომებთან
  • პაციენტის ანამნეზთან
  • და სხვა ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებთან ერთად

საცნობარო მნიშვნელობები

გამა-ინტერფერონი (IFN-γ) არის უჯრედული იმუნური პასუხის მნიშვნელოვანი მარკერი. კვლევა გამოიყენება იმუნური აქტივობის, ინფექციური და ანთებითი პროცესების შეფასებაში, ასევე სპეციფიკურ ტესტებში ტუბერკულოზური ინფექციის დიაგნოსტიკის მხარდასაჭერად.

პაციენტის მომზადება: კვლევა შესაძლოა ჩატარდეს უზმოდ ან კვების შემდეგ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

 


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 280 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button