
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾290.00
გამა ინტერფერონი IFNγ, ძირითადად სინთეზდება ტიპი-1 T ჰელპერი ლიმფოციტების, NK (natural killer ) ნატურალური კილერების და ციტოტოქსიური T უჯრედების მიერ.
IFNγ-ის სპეციფიკური რეცეპტორები მაკროფაგების, კერძოდ – NK (natural killer ) ბუნებრივი კილერების მემბრანაზეა განლაგებული. სტრუქტურული თვალსაზრისით ეს რეცეპტორები განეკუთვნება ციტოკინური რეცეპტორების (ინტერფერონის ტიპის) სუპეროჯახს. რეცეპტორი წარმოადგენს ორი სუბერთეულისგან – IFNGR1 და IFNGR2 შედგენილ ჰეტეროდიმერს. IFNGR1 და IFNGR2 სუბერთეულების მაკოდირებელი გენების მუტაციები განაპირობებს მიკობაქტერიით და სალმონელით გამოწვეული ინფექციებისადმი გაზრდილ მიდრეკილებას.
გამა ინტერფერონი IFNγ ასტიმულირებს ანტიგენის წარდგენას და ციტოკინების სინთეზს მონოციტების მიერ. გარდა ამისა უზრუნველყოფს ამ უჯრედების სხვა ფუნქციების სტიმულირებასაც: ადჰეზია, ფაგოციტოზი, სეკრეცია, რესპირატორული ანთება და აზოტის ოქსიდის (NO) სინთეზი.
ამგვარად, გამა ინტერფერონი IFNγ, უზრუნველყოფს მაკროფაგების აკუმულაციას უჯრედული იმუნური პასუხის განხორციელების უბანში და აძლიერებს მაკროფაგების მიერ უჯრედშიდა მიკროორგანიზმების განადგურებას. გამა ინტერფერონი ასევე აძლიერებს სხვა უჯრედების – ნეიტროფილების და ნატურალური კილერების მიერ მიკროორგანიზმების განადგურების მიერ. INFα და IFNβ ინტერფერონების მსგავსად, გამა ინტერფერონი IFNγ აფერხებს ვირუსების გამრავლებას.
გამა-ინტერფერონის მომატებული ან შემცირებული დონე დამოუკიდებლად დიაგნოზს არ წარმოადგენს. შედეგების შეფასება უნდა მოხდეს:
პაციენტის მომზადება: კვლევა შესაძლოა ჩატარდეს უზმოდ ან კვების შემდეგ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
