ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾53.00 Original price was: ₾53.00.₾47.70Current price is: ₾47.70.
ესტრიოლი (E3) არის ორსული ქალის სისხლში და შარდში არსებული ესტროგენი. მოცირკულირე ესტრიოლი (90%) წარმოიქმნება პლაცენტაში DHEA-სგან (დეჰიდროეპიანდროსტერონი), რომელიც ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლებში სინთეზირდება და ნაყოფის ღვიძლისა და პლაცენტის საშუალებით ესტრიოლად გარდაიქმნება.
შესაბამისად, ესტრიოლის დონე წარმოადგენს მარკერს ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიისა (შედის მეორე ტრიმესტრის ბიოქიმიური ტესტების კომპლექსში AFP და β-hCG-თან ერთად), და ნაყოფისა და ფეტოპლაცენტური კომპლექსის მდგომარეობის შესაფასებლად. (პლაცენტური ლაქტოგენის დონესთან ერთად).
პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი – ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიის მარკერი (II ტრიმესტრი).
ნაყოფისა და ფეტოპლაცენტარული კომპლექსის მდგომარეობის შესაფასებელი მარკერი:
დონის მომატება:
დონის კლება:
გამოხატული ვარდნა (0.01 MoM-ზე ნაკლები):
მოცირკულირე ესტრიოლი ძირითადად წარმოდგენილია კონიუგირებული ფორმით, რომელიც გამოიყოფა შარდით, ამასთან თავისუფალი ესტრიოლი (არაკონიუგირებული) შეადგენს მთლიანის დაახლოებით 9%-ს. ნაყოფის ნორმალური განვითარების პირობებში, ესტრიოლის წარმოება თანდათან მატულობს, მაქსიმუმს მიაღწევს გესტაციის (ორსულობის) 36 კვირაზე, თუმცა, აღინიშნება დონის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური რყევები, ამიტომ რეკომენდებულია ყურადღება გამახვილდეს არა ჰორმონის ერთჯერად განსაზღვრაზე, არამედ ჰორმონის დონის შეფასების დინამიკაზე (ჰორმონის დონის მატების არსებობა).
ესტრიოლის დაბალი დონე, დაქვეითების დინამიკა ან დონის მკვეთრი ვარდნა ასახავს ნაყოფის პათოლოგიის არსებობას (ქრომოსომული პათოლოგია, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება, ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია) ან ფეტოპლაცენტური კომპლექსის დარღვევები (მოსალოდნელი აბორტის საშიშროება).
ორსულობის მეორე ტრიმესტრში არაკონიუგირებული ესტრიოლის (E3), ქორიონული გონადოტროპინის (hCG) და ალფა-ფეტოპროტეინის (AFP) კომბინირებული განსაზღვრა წარმოადგენს კვლევას, რომელიც ცნობილია როგორც “სამმაგი ტესტი”. დედის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების მონაცემებთან ერთად, იგი გამოიყენება როგორც სკრინინგის კვლევა ნაყოფში ქრომოსომული პათოლოგიის არსებობის რისკის შესაფასებლად და შედის ბიოქიმიური მარკერების კომპლექსში.
ტესტი უნდა ჩატარდეს უზმოზე (ცარიელ კუჭზე). პაციენტემა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი ან ულტრაბგერით განსაზღვრული გესტაციური (ორსულობის) ასაკი.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |