ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾82.00
ფტორი მიკროელემენტია რომელიც ორგანიმში გვხვდება კალციუმის შემცველ ქსოვილებში, როგორებიცაა ძვლები და კბილები. ფტორი იცავს კბილების ზედაპირს ბაქტერიებით დაზიანბისაგან. ის ასევე ხელს უწყობს ძვლის წარმოქმნას.
ფტორი გამოიყენება კარიესების პრევენციისათვის, ასევე ღრძილების დაავადების, ოსტეოპოროზის და სხვა მდგომარეობების დროს.
ფტორის ბუნებრივი წყაროა სასმელი წყალი. ფტორის მაღალი დოზით ხანგრძლივად მიღება ასუსტებს ძვლებს, იოგებს, კუნთებს და იწვევს დარღვევებს ნერვულ სისტემაში.
ფტორით მოწამვლა მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია და როგორც წესი ინდუსტრიული პროცესებითაა განპირობებული.
ფტორით მოწამვლა ვლინდება ლორწოვანი გარსების გაღიზიანებით, რესპირატორული დისტრესით, ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევებით, გასტრო-ინტესტინური ტკივილით, კუნთების ფიბრილაციებით (ბოჭკოების უნებლიე შეკუმშვებით).
ფტორით მწვავე მოწამვლა მისი დიდი დოზების მიღებასთანაა დაკავშირებული და ახასიათებს: გულისრევა-ღებინება, კუნთების ტეტანური შეკუმშვა, კომა და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილი.
ფტორს და მის არაორგანუი ნაერთებს ფართო ინდუსტრიული გამოყენება აქვს: ალუმინის, ფოლადის, შუშის, სასუქის წარმოებაში და სხვა. ფტორის ნაერთები ასევე გამოიყენება ინსექტიციდების, მღრღნელების და პარაზიტების მოსაცილებელ საშუალებებში.
ფტორის ორგანული ნაერთები ადამიანისთვის აუცილებელი კომპონენტია ძვლების ნორმალური კალციფიკაციის პროცესში.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო
რეფერალური ნორმა: < 30 მკგ/ლ
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |