ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ნაღვლის კენჭების ანალიზი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ნაღვლის კენჭების გამოკვლევა
SKU: CH68

45.00

საკვლევი მასალა: ნაღვლის კენჭი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

ნიმუშები იგზავნება ყოველ პარასკევს!

მასალის ჩაბარება რეგიონების ლაბორატორიულ ცენტრში უნდა მოხდეს ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ხოლო თბილისის ფილიალებში ხუთშაბათს მთელი დღის განმავლობაში, ან პარასკევს დღის პირველ ნახევარში!

 

 

ნაღვლის კენჭები

ნაღვლის ბუშტის კენჭები სანაღვლე სისტემის ნებისმიერ მონაკვეთზე შეიძლება წარმოიქმნას, თუმცა უფრო ხშირია ნაღვლის ბუშტში. შემთხვევათა 10-15%-ში კენჭები წარმოიქმნება სანაღვლე სადინრებში.

ნაღვლოვანი კენჭების ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზია გაჯერებული ნაღვლის შიგთავსი, რომლის ნაწილაკები ერთმანეთს ეწებეა და მიკროკრისტალებს წარმოქმნის. კრისტალების დალექვის და ერთმანეთთან დაკავშირების შედეგია კენჭშის წარმოქმნა.

ორი სახის კენჭები არსებობს:

  • ქოლესტრეინული კენჭები (85%)
  • პიგმენტური კენჭები (15%)

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ქოლესტერინული კონკრემენტები იყოფა ორ კატეგორიად:

  • წმინდა ქოლესტერინული კენჭები, რომლის შემადგენლობის 90-100% წარმოდგენილია ქოლესტერინით. ასეთი კენჭი როგორც წესი არის ერთეული, დიდი ზომის >2.5სმ-ზე მეტი დიამეტრით.
  • შერეული კენჭი, რომლის 50%-ზე მეტი წარმოდგენილია ქოლესტერინით და დანარჩენი ნაღვლის პიგმენტით. ასეთი კენჭები მრავლობითია, მცირე ზომის.

რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდის კენჭების განვითარების რისკს:

  • სიმსუქნე
  • მაღალკალორიული კვებითი რაციონი
  • ანტილიპიდური თერაპია
  • ცისტური ფიბროზი და მასთან ასოცირებული პანკრეასის უკმარისობა
  • მდედრობითი სქესი

პიგმენტური კენები თავის მხრივ ასევე ორ ტიპად იყოფა:

  • ყავისფერი კენჭები – რომლებიც შეიცავს ცხიმოვან მჟავებთან და ბილირუბინთან კალციუმის ნაერთებს. ეს კენჭები ხშირად ინფიცირებულია ბაქტერიებითირითადად ყალიბდება სანაღვლე გზებში.
  • შავი კენჭები, ბილირუბინისა და კალციუმის ნაერთების შემადგენლობით, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება ჭარბი ბილირუბინის (ნაღვლის პიგმენტის) პოლიმერიზაციის შედეგად. ასეთი კენჭები გვხვდება ქრონიკული ჰემოლიზური ანემიის, ალკოჰოლური ციროზის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. წარმოიქმნება ნაღვლის ბუშტში.

 

 

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. ქირურგიული მკურნალობის ჩატარებამდე მნიშვნელოვანია ოპერატორმა იცოდეს რა ტიპის კენჭებთან გავქვს საქმე.

 

როდის ტარდება კვლევა?

  • ქირურგიული მკურნალობის წინ, კენჭების ტიპის დასადგენად
  • პაციენტებში, რომელთაც მომატებული რისკების გამო ვერ უტარდებათ ქირურგიული მკურნალობა

 

კენჭის ტრანსპორტირება

ქირურგიული გზით მოცილების შემდეგ, კენჭი უნდა გამოშრეს, მოთავსდეს სუფთა, სტერილურ კონტეინერში (გამოდგება შარდის სტერილური კონტეინერი, რომელსაც პაციენტი თავად შეიძენს აფთიაქში). კენჭი იგზავნება მშრალად, ყოველგვარი სუბსტანციების დამატების გარეშე. არ შეიძლება წებოვანი ლენტით კენჭის დაფიქსირება.

 

კენჭის ანალიზი

ლაბორატორია შეისწავლის კენჭში შემდეგი  კომპონენტების არსებობას:

  • ქოლესტეროლი
  • ნაღვლის პიგმენტები
  • კალციუმი
  • მაგნიუმი
  • ფოსფატები
  • კარბონატები

 

შედეგების ინტერპრეტაცია

კენჭის შემადგენლობაში ამა თუ იმ კომპონენტის მომატებული კონცენტრაცია ინფორმაციას გვაძლევს კენჭის ჩამოყალიბების პროცესის შესახებ, რაც  კონკრეტული მკურნალობის დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button