Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ელექტროლიტების (მინერალების) მოკლე პროფილი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Electrolytes (Minerals) small profile
SKU: P0001E

Original price was: ₾64.00.Current price is: ₾51.00.

საკვლევი მასალა: სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

ზოგადი ინფორმაცია

ელექტროლიტები არის ელექტრულად დამუხტული მინერალები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში სითხის დონის,მჟავებისა და ფუძეების ბალანსის კონტროლს. ისინი ასევე ხელს უწყობენ კუნთების და ნერვული სისტემის აქტივობას, გულისცემის და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლს. ელექტროლიტური პანელი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შრატის ელექტროლიტური ტესტი, არის სისხლის ტესტი, რომელიც ზომავს ორგანიზმში ძირითადი ელექტროლიტების დონეს:

  • ნატრიუმი – ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის კონტროლს და უზრუნველყოფს კუნთებისა და ნერვების გამართულ მუშაობას.
  • კალიუმი -კალიუმი აუცილებელია გულის მუშაობის რეგულაციისთვის. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილებისა და კუნთების სწორ მუშაობას.
  • კალციუმი- კალციუმის იონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვაში, გულის მუშაობასა და კოაგულაციის პროცესებში.

ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაერღვეს, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენს რისკის ფაქტორებს ხსენებული პათოლოგიის განვითარებისთვის. ესენია:

  • ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;
  • ციროზი;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • თირკმლის დაავადებები;
  • კვების დარღვევები – ანორექსია, ბულიმია;
  • ტრავმა – მძიმე დამწვრობა ან ძვლების მოტეხილობა;
  • თირეოიდული და პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქცია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია

პროფილში მოცემული პარამეტრების დახმარებით შესაძლებელია ზოგიერთი შესაძლო გართულების გამოვლენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეირჩეს მკურნალობის სწორი სტრატეგია.

აქციის ფარგლებში  ელექტროლიტების მოკლე პანელის ფასია  51ლარი, ნაცვლად 64 ლარისა, რომელშიც შედის მხოლოდ 3 პარამეტრი კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევები;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
  • შარდმდენების, საგულე გლიკოზიდების დანიშვნისას სისხლში კალიუმის კონტროლის მიზნით.
  • ნერვული სისტემის დარღვევები
  • ელექტროლიტური ცვლის დარღვევა
  • მალაბსორბციის სინდრომი, პარენტერალური კვება.
  • მდგომარეობის შეფასება დეჰიდრატაციის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისას
  • პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს შეშუპება;
  • მინერალოკორტიკოიდების დეფიციტთან ან სიჭარბესთან დაკავშირებული მდგომარეობები;
  • ორ წელიწადში ერთხელ, 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ოსტეოპოროზის სკრინინგისთვის
  • გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები: ვიტამინი D, A, ანტიკონვულსანტები, კორტიკოსტეროიდები, თიაზიდები
  • ძვლის დაავადებები, ტრავმა, რაქიტი ბავშვებში;
  • თირეოიდექტომიის შემდგომი პერიოდი, პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებები;

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.

სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.
რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ელექტროლიტური დისბალანსი და მასთან დაკავშირებული დაავადებები , ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულის ფუნქციონირებისთვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ელექტროლიტების უფრო მაღალი ან დაბალი დონის გამო.

  • ჰიპერკალიემია. სისხლში კალიუმის ჭარბი რაოდენობა იწვევს არითმიას, კუნთების სისუსტეს და დაბნეულობას.
  • ჰიპოკალიემია. კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, მათ შორის თირკმელების დაზიანება.
  • ჰიპერკალციემია. სისხლში კალციუმის მაღალი დონის არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გულზე, ტვინზე და თირკმელებზე. ასევე იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტების დაზიანებას და სახსრების ტკივილს.
  • ჰიპერნატრიემია. სისხლში ჭარბი ნატრიუმი იწვევს ქცევის პრობლემებს, კომას ან კრუნჩხვებს.
  • ჰიპონატრიემია. სისხლში ნატრიუმის არასაკმარისი დონე იწვევს კრუნჩხვებს, კომას, დაბნეულობას და სუსტ რეფლექსებს.

 

რესურსები

https://medlineplus.gov/lab-tests/electrolyte-panel/

https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/22358-electrolyte-panel

  • MedlinePlus. Fluids and Electrolyte Balance. (https://medlineplus.gov/fluidandelectrolytebalance.html) Accessed 8/11/2021.
  • Merck Manual (Consumer Version). Overview of Electrolytes. (https://www.merckmanuals.com/home/hormonal-and-metabolic-disorders/electrolyte-balance/overview-of-electrolytes?query=electrolyte) Accessed 8/11/2021.
  • Merck Manual (Consumer Version). Overview of Minerals. (https://www.merckmanuals.com/home/disorders-of-nutrition/minerals/overview-of-minerals) Accessed 8/11/2021.
  • Shrimanker I, Bhattarai S. Electrolytes. (https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK541123/) [Updated 2020 Sep 12]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2021 Jan-.
    Accessed 8/11/2021.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button