ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კვერცხის ცილის ალერგენი (f1) | სპეციფიური ანტისხეულები IgE

ცნობილი როგორც:კვერცხის ცილის ალერგენი
SKU: 364

39.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კვერცხის ცილის მიმართ სპეციფიკური IgE (f1) არის სისხლის ტესტი, რომელიც განსაზღვრავს იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებულ IgE კლასის ანტისხეულებს კვერცხის ცილის ალერგენების მიმართ.

კვერცხის ცილის ალერგენი (f1) | სპეციფიური ანტისხეულები IgE

ტესტი გამოიყენება IgE-მედიირებული კვერცხის ალერგიის ან სენსიბილიზაციის გამოსავლენად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომლებსაც კვერცხის მიღების შემდეგ აღენიშნებათ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

კვერცხი ერთერთი გამოხატულად ალერგიული პროდუქტია ბავშვებში და მოზრდილებში.

სიმპტომები ვითარდება კვერცხის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში. ალერგიული გამოვლინებები შესაძლოა იყოს მძიმე ან საშუალო სიმძიმის.

 

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

კვერცხის ალერგენის განსაზღვრა შესაძლოა გახდეს შემდეგი სიმპტომების არსებობისას

  • გამონაყარი კანზე
  • ჭინჭრის ციება
  • ცხვირის გაჭედვა
  • ღებინება ან სხვა გასტროენტეროლოგიური გამოვლინებები
  • ანაფილაქსია – კვერცხზე ალერგიისას არცთუ ისე ხშირი

 

ზოგიერთი ფაქტორი კვერცხის მიმართ ალერგიის განვითარების რისკს ზრდის:

  • ატოპიური დერმატიტი: ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებში საკმაოდ ხშირია კვებითი და მათ შორის კვერცხის ალერგია
  • ოჯახური ანამნეზი: კვებითი ალერგიების რისკი უფრო მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მშობლებს ან ნათესავებს აღენიშნებოდათ ასთმა, თივის ცხელება (ალერგიული რინიტი), ჭინჭრის ციება, ეგზემა და სხვა დაავადებები.
  • ასაკი: კვერცხის ალერგია უფრო ხშირია ბავშვებში, მოზარდობის ასაკში ვითარდება ტოლერანტობა ან გამოვლინებები უფრო მსუბუქდება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი სპეციფიკური IgE მიუთითებს, რომ იმუნურმა სისტემამ გამოიმუშავა ანტისხეულები კვერცხის ცილის მიმართ. თუმცა:

დადებითი IgE ავტომატურად არ ნიშნავს კლინიკურ ალერგიას;

  • შედეგი უნდა შეფასდეს პაციენტის ისტორიასთან ერთად — ჰქონდა თუ არა კვერცხის მიღების შემდეგ სიმპტომები.

შესაძლო ალერგიული გამოვლინებები:

  • კანის ქავილი, ჭინჭრის ციება;
  • ტუჩების, სახის ან ყელის შეშუპება;
  • მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა;
  • ხიხინი, სუნთქვის გაძნელება;
  • იშვიათად — ანაფილაქსია.

უარყოფითი პასუხი მნიშვნელოვნად ამცირებს IgE-მედიირებული კვერცხის ალერგიის ალბათობას, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ალერგია შეიძლება არსებობდეს სხვა მექანიზმით ან ტესტის მგრძნობელობის შეზღუდვის გამო.

ბავშვებში მნიშვნელოვანი თავისებურება

კვერცხის ალერგია განსაკუთრებით ხშირია ადრეულ ბავშვობაში. ბევრ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად უვითარდება ტოლერანტობა და ალერგია მცირდება. ამიტომ დინამიკაში შეფასება (ექიმის გადაწყვეტილებით) ხშირად მნიშვნელოვანია.

საცნობარო მნიშვნელობები

კვერცხის გულიც და ცილაც იწვევს ალერგიას, თუმცა უფრო მეტად მასენსიბილიზებელი ცილაა. ჩვილებს, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, ასევე შესაძლოა განუვითარდეთ ალერგია, დედის მიერ კვერცხის პროდუქტების მიღების დროს.

ზოგიერთი ვაქცინა შესაძლოა შეიცავდეს კვერცხის პროტეინებს (ცილებს), რომლებიც კვერცხის მიმართ ალერგიული ადამიანებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

  • წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა – ალერგიული ბავშვებისთვისაც კი უვნებელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოება კვერცხის პროდუქტებთანაა ასოცირებული
  • გრიპის ვაქცინა – ზოგჯერ შეიცავს კვერცხის პროტეინების მცირე ოდენობას, თუმცა მათი გამოყენება კვერცხისადმი ალერგიულ პირებში უსაფრთხოა
  • ყვითელი ცხელების ვაქცინამ – შესაძლოა მოახდინოს ალერგიული რეაქციის პროვოცირება, კვერცხისადმი ალერგიულ პირებში
  • სხვა ვაქცინები – არ არის რისკის შემცველი, კვერცხის მიმართ ალერგიულ პირებში, თუმცა ვაქცინაციის წინ უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გავლა

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

 


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button