Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კვერცხის ცილის ალერგენი (f1) | სპეციფიური ანტისხეულები IgE

ცნობილი როგორც:კვერცხის ცილის ალერგენი
SKU: 364

39.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კვერცხი ერთერთი ყველაზე ალერგიული პროდუქტია ბავშვებში და მოზრდილებში.

სიმპტომები ვითარდება კვერცხის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში. ალერგიული გამოვლინებები შესაძლოა იყოს მძიმე ან საშუალო სიმძიმის.

კვერცხის მიმართ ალერგიის მქონე ბავშვთა ნაწილს უვითარდება ტოლერანტობა მოზარდობაში.

სიმპტომები

  • გამონაყარი კანზე
  • ჭინჭრის ციება
  • ცხვირის გაჭედვა
  • ღებინება ან სხვა გასტროენტეროლოგიური გამოვლინებები
  • ანაფილაქსია – კვერცხზე ალერგიისას არცთუ ისე ხშირია.

ანაფილაქსია სენსიბილიზაციის უკიდურესი გამოვლინებაა, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს ეპინეფრინის ინექციით.

ანაფილაქსიის სიმპტომებია: სასუნთქი გზების კონსტრიქცია შეშუპების გამო, მუცლის ტკივილი, პულსის გახშირება, შოკი – არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ცნობიერების დაბინდვა.

მიზეზები

იმუნური სისტემის არაადექვატური რეაქცია არის ყველა ალერგიის საფუძველი. კვერცხის ალერგიის შემთხვევაში, მის შემადგენლობაში შემავალი ცილები, აღიქმება როგორც ორგანიზმისთვის საშიში. იმუნური სისტემის უჯრდები (ანტისხეულები) აღმოაჩენენ რა ანტიგენებს (ცილებს), აგზავნიან სიგნალს იმუნურ სისტემაში, რაც იწვევს ჰისტამინის და სხვა მედიატორების გამოთავისუფლებას, რასაც მოყვება სიმპტომების განვითარება.

კვერცხის გულიც და ცილაც იწვევს ალერგიას, თუმცა უფრო მეტად მასენსიბილიზებელი ცილაა. ჩვილებს, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, ასევე შესაძლოა განუვითარდეთ ალერგია, დედის მიერ კვერცხის პროდუქტების მიღების დროს.

რისკფაქტორები

ზოგიერთი ფაქტორი კვერცხის მიმართ ალერგიის განვითარების რისკს ზრდის:

  • ატოპიური დერმატიტი: ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებში საკმაოდ ხშირია კვებითი და მათ შორის კვერცხის ალერგია
  • ოჯახური ანამნეზი: კვებითი ალერგიების რისკი უფრო მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მშობლებს ან ნათესავებს აღენიშნებოდათ ასთმა, თივის ცხელება (ალერგიული რინიტი), ჭინჭრის ციება, ეგზემა და სხვა დაავადებები.
  • ასაკი: კვერცხის ალერგია უფრო ხშირია ბავშვებში, მოზარდობის ასაკში ვითარდება ტოლერანტობა ან გამოვლინებები უფრო მსუბუქდება.

გართულებები

ყველაზე მძიმე გართულება, რაც არამარტო კვერცხის, არამედ ნებისმიერ ალერგიულ რეაქციას შესაძლოა მოყვეს არის ანაფილაქსია, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

გარდა ამისა, კვერცხზე ალერგიის მქონე ბავშვებში ხშირად ვითარდება:

  • ალერგია სხვა საკვებზე (სოიო, რძე, თხილი)
  • ალერგია ცხოველის ქერცლსა და ბეწვზე
  • ალერგი მტვრის ტკიპებსა და ბალახის მტვერზე
  • ასთმა

პრევენცია

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა კვერცხის შემცველ პროდუქტებთან, ეტიკეტის გულდასმით გაცნობა

თავის არიდება ისეთი საკვებისგან, რომლის შემადგენლობაც დაუზუსტებელია

ალერგიის მძიმე გამოვლინებების დროს აუცილებელია სამაჯურის ან მარკერის ტარება, სადაც მითითებულია ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის შესახებ

ჩვილებში კვერცხის ალერგიის დროს – დედის მიერ კვერცხის შემცველი პროდუქტების მიღების შეზღუდვა.

კვერცხის პროდუქტების ფარული წყაროები

  • საკონდიტრო ნაწარმი
  • მომინანქრებული ტკბილეული
  • მაიონეზი
  • მარციპანი
  • დამუშავებული ხორცპროდუქტები (ხორცის ბურთულები, ძეხვეული)
  • ნაღების პროდუქტები
  • პუდინგი
  • მაკარონი/პასტა
  • პურ-ფუნთუშეული

საყურადღებო მინიშნებები რომელიც მიუთითებს პროდუქტში კვერცხის ან მისი კომპონენტების შემცველობაზე:

  • ალბუმინი
  • გლობულინი
  • ლეციტინი
  • ლივეტინი
  • ლისოზიმი
  • ვიტელინი

„ოვა“ ან „ოვო“ პრეფიქსით დაწყებული დასახელებები, ასევე მიუთითებს კვერცხის ან მისი კომპონენტების შემცველობაზე პროდუქტში, მაგ: ოვალბუმინი (კვერცხის ალბუმინი)

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ზემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გაგივითარდათ თქვენ ან თქვენს შვილს, კვერცხის ან მისი შემცველი პროდუქტის მიღებიდან მოკლე პერიოდში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ანაფილაქსიის სიმპტომების განვითარებისას, აუცილებელია გადაუდებელი ჩარევა.

ვაქცინაცია და კვერცხის ალერგია

ზოგიერთი ვაქცინა შესაძლოა შეიცავდეს კვერცხის პროტეინებს (ცილებს), რომლებიც კვერცხის მიმართ ალერგიული ადამიანებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

    • წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა – ალერგიული ბავშვებისთვისაც კი უვნებელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოება კვერცხის პროდუქტებთანაა ასოცირებული

 

    • გრიპის ვაქცინა – ზოგჯერ შეიცავს კვერცხის პროტეინების მცირე ოდენობას, თუმცა მათი გამოყენება კვერცხისადმი ალერგიულ პირებში უსაფრთხოა.

 

    • ყვითელი ცხელების ვაქცინამ – შესაძლოა მოახდინოს ალერგიული რეაქციის პროვოცირება, კვერცხისადმი ალერგიულ პირებში.

 

    სხვა ვაქცინები – არ არის რისკის შემცველი, კვერცხის მიმართ ალერგიულ პირებში, თუმცა ვაქცინაციის წინ უმჯობესია ექიმტან კონსულტაციის გავლა.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button