
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00
ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების ტესტი ზომავს უჯრედის ბირთვის გენეტიკური ინფორმაციის მიმართ განვითარებულ ანტისხეულებს, რაც აუტოიმუნური დაავადებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.
ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულები წარმოადგენს ანტინუკლეარული ანტისხეულების ერთერთ ჯგუფს რომლებიც წითელ მგლურასტანაა ასოცირებული. წითელი მგლურა და სხვა ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი დაავადებები იწვევს ანტებით აუტოიმუნურ დაზიანებებს სხვადასხვა ქსოვილებში – სახსრებში, თირკმელებში, სისხლძარღვებში, კანში, გულის კუნთში, ფილტვებში, ტავის ტვინში და სხვა.
ორჯაჭვიანი დნმ (ANTI DS-DNA) ანტისხეულების კვლევა გამოიყენება წითელი მგლურის დიაგნოსტიკაში, როდესაც პოზიტიური ანტინუკლეარული ანტისხეულების ტესტი და არსებობს დაავადების კლინიკური ნიშნები.
ANA ანტინუკლეარული ანტისხეულები აუტოიმუნური დაავადების სადიაგნოსტიკო პირველი რიგის კვლევაა. წითელი მგლურის 95% შემთხვევაში ტესტის მაჩვენებელი პოზიტიურია, თუმცა ეს შესაძლოა სხვა დაავადებების დროსაც გამოვლინდეს. ორგაჭვიანი დნმ (ANTI DS-DNA) ანტისხეულების ტესტი ბევრად სპეციფიკურია წითელი მგლურასთვის, თუმცა მგლურათი დაავადებულთა მხოლოდ 65-85% შემთხვევაში გვხვდება. ამიტომ ორჯაჭვიანი დნმ აუტოანტისხეულების ტესტის ნეგატიური შედეგი მგლურას არ გამორიცხავს.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ტესტისთვის მომზადება: წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, თუმცა სასურველია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტსა თუ დანამატზე, რასაც მოიხმართ.
ბიოტინის (ვიტამნი H ანუ B7) მიღებისას, რეკომენდებულია ტესტის ჩატარებამდე 72 საათით ადრე შეწყდეს მედიკამენტის მიღება.
რეფერალური ნორმა: < 100 EI/ml
ორჯაჭვიანი დნმ (Anti-dsDNA) IgG აუტო ანტისხეულების ტესტი ინიშნება, როდესაც პაციენტს აღენიშნება მგლურასთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რასაც თან ახლავს ანტინუკლეარული ანტისხეულების პოზიტიური ან საეჭვო მაჩვენებლები, რეკომენდებულია ანტი-dsDNA ანტისხეულების კვლევა.
წითელი მგლურას სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
ტესტი იგზავნება გერმანიაში, სამშაბათობით.
თუ ანტინუკლეარული (ANA) ანტისხეულების ტესტი დადებითია, DS-DNA აუტოანტისხეულების კვლევა სხვა აუტოიმუნური დაავადებებისგან მგლურას დიფერენცირების შესაძლებლობას იძლევა. დიაგნოზის სარწმუნოობის გასაზრდელად ანტი-dsDNA ანტისხეულების კვლევასთან ერთად ტარდება Sm- სმიტის აუტოანტისხეულების ტესტიც, რომელიც ასევე წითელ მგლურასთანაა ასოცირებული. სმიტის ანტისხეულების ტესტი ტარდება ENA პანელის (ექსტრაქტირებადი ნუკლარული ანტისხეულების) შემადგენლობაში. ორჯაჭვიანი დნმ აუტოანტისხეულებთან ერთად ტარდება ანტი-ჰისტონური ანტისხეულების კვლევაც, რომელიც წამლით ინდუცირებული წითელი მგლურას 95%-ში გვხვდება და ადასტურებს დიაგნოზს.
ანტი-dsDNA ორგაჭვიანი დნმ ანტისხეულების კვლევა ინფორმატიულია დაავადების აქტივობის შესაფაებლადაც. გამწვავების პერიოდში ან მის წინა პერიოდში ხშირად აღინიშნება ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების მატება.
ასევე ტესტი გამოიყენება მგლურას გართულებების, კერძოდ კი თირკმლისმიერი გართულებების რისკის შესაფასებლად. ლუპუს-ნეფრიტის დროს თირკმლის ანთებით დაზიანებას მოსდევს შარდში ცილის არსებობა, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქციური უკმარისობა. ამის მიზეზია იმუნური ანთებითი რეაქცია თირკმლის ქსოვილში
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
