ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00
ძაღლის ქერცლზე ალერგია გამოწვეულია იმუნური რეაქციით იმ პროტეინებზე, რომლებიც ცხოველის კანის უჯრედებშია აღმოჩენილი. პროცესის ინიცირებას იწვევს ადამიანის კონტაქტი ძაღლის კანის ქერცლთან.
ალერგიის ამ ფორმის არსებობისას, მისი თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ცხოველთან კონტაქტის მინიმუმადე დაყვანა. სიმპტომების ჩამოყალიბებისას აუცილებელია ჩატარდეს ანტიალერგიული მკურნალობა
სიმპტომები
სურდო
ცემინება
თვალების ქავილი და ცრემლდენა
ცხვირის გაჭედვა
ცხვირისა და სახის კანის ქავილი
ჩანადენი ცხვირ-ხახაში
ხველა
თვალის ქუთუთოების შეშუპება
ზოგჯერ ცხოველის ქერცლმა შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამწვავოს ასთმის სიმპტომები:
სუნთქვის გაძნელება
გულმკერდის სუნთქვითი მოძრაობების შეზღუდვა
ამოსუნთქვის ფაზაში მსტვენავი ხიხინი
ძილის დარღვევა სუნთქვასტან დაკავშირებული პრობლემების გამო
ცხოველის ქერცლმა შესაძლოა კანის სიმპტომებიც გამოიწვიოს – ალერგიული დერმატიტის სახით. დერმატიტის ამ ფორმის საფუძველს იმუნური რეაქცია წარმოადგენს. ტიპიური სიმპტომებია:
ჭინჭრის ციება
ეგზემა
კანის ქავილი
მექანიზმი
ცხოველის ქერცლის პროტეინების მიმართ სპეციფიკური იმუნოგლობულინები წარმოიქმნება, რომლებიც ალერგენთან კონტაქტისას იწვევენ იმუნურ ანთებას ქსოვილებში. ალერგენთან ხანგრძლივი და რეგულარული კონტაქტი იწვევს ქრონიკული იმუნური ანთებითი რეაქციების განვითარებას.
ცხოველის კანის ქერცლი მკვდარი, ჩამოფცქვნილი კანის მცირე ზომის ნაწილაკებს წარმოადგერნს, რომლებიც ხანგრძლივად რჩება ჰაერში შეწონილი, ასევე ადვილად ეკვრის ტანსაცმელს და რბილ ქსოვილებს.
რისკფაქტორები
ცხოველის ქერცლის ალერგია უფრო ხშირია იმ ადამინებში, რომლებსაც ალერგიის სხვა ფორმები ან დაავადების ოჯახური ანამნეზი აქვთ. ზოგიერთი კვლევეის თანახმად, შინაურ ცხოველებთან ადრეული ასაკიდან თანაცხოვრება, ბავშვის იმუნურ სისტემას მდგრადს ხდის ცხოველის ალერგენებისადმი.
გართულებები
სინუსიტები
ცხვირის ლორწოვანის ხანგრძლივი ანთებითი პროცესი, ცხვირის დანამატი წიაღების სავალების დახშობას და წიაღებში ქრონიკული ბაქტერიული ანთებითი პროცესის განვითარებას უწყობს ხელს.
ასთმა
ცხოველის ქერცლზე ალერგიულ ადამიანებს, ასთმის დიაგნოზით, საკმაოდ უძნელდებათ მდგომარეობის დასტაბილურება. ცხოველის ქერცლთან რეგულარული ურთიერთობით, ისინი ასთმის შეტევის რისკის ქვეშ არიან, რასაც გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება.
პრევენცია
ძაღლების ან სხვა შინაური ცხოველების აყვანამდე, უნდა დარწმუნდეთ რომ არ ხართ ალერგიული ცხოველის ქერცლის მიმართ.
ცხოველებთან ურთიერთობისას განვითარებული, გახანგრძლივებული ალერგიული ხასიათის სიმპტომები აუცილებლად საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და საჭიროების მიხედვით მკურნალობის საკითხის განხილვას ექიმ-სპეციალისტთან, განსაკუთრებით გართულებების არსებობის შემთხვევაში. ასთმის ან ანაფილაქსიის სიმპტომების განვითარებისას გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია