Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატი (DHEA-S)

ცნობილი როგორც:DHEA სულფატი
SKU: 1017

45.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი (DHEA-S) არის თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოებული სტეროიდული ჰორმონი.

მისი წარმოება რეგულირდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) და პროლაქტინის მიერ.

DHEA-S–დან შესაძლებელია, სხვა, უფრო ძლიერი სასქესო ჰორმონების სინთეზირება მაგალითად, ანდროსტენედიონის, ესტროგენის და ტესტოსტერონის, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება ქალებში.

ვინაიდან DHEA-S გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მუდმივად, მთელი დღის განმავლობაში (დღიური და გრძელვადიანი ცვლილებების გარეშე), ის კარგი ინდიკატორია თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მამრობითი სასქესო ჰორმონების წარმოების დარღვევების დასადგენად.

ტესტოსტერონთან ერთად, DHEA-S (DHEA-C) გამოიყენება, როგორც ჰირსუტიზმის სკრინინგის ტესტი (ჰიპერანდროგენემიის კლინიკა: სიმელოტე, ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის მოშლა, აკნე, ვირილიზაცია).

ჰირსუტიზმის მქონე ქალების 84%-ს აღენიშნება მამრობითი სასქესო ჰორმონების მომატება, ხოლო DHEA-S ტესტს შეუძლია განსაზღვროს მიზეზი –  თირკმელზედა ჯირკვალია, თუ საკვერცხის პათოლოგია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატზე?

DHEA-S ტესტი ტარდება:

  • თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის შესაფასებლად;
  • თირკმელზედა ჯირკვლების სხვადასხვა სიმსივნეების დასადგენად;
  • ქალებში მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენის მიზეზების დასადგენად;
  • ვაჟებში ნაადრევი სქესობრივი სიმწიფის მიზეზის დასადგენად.

ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონის გამოკვლევა შესაძლებელია DHEA-S-სთან ერთად, სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევების სრულად დიაგნოზირებისთვის. ასევე, თუ DHEA-S-ს წარმოების შემცირება საეჭვოა, შეიძლება საჭირო გახდეს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ტესტირება.

ეს ტესტი მიზანშეწონილია, თუ თქვენ გაქვთ DHEA-S-ის შემცირებული ან გაზრდილი სეკრეციის სიმპტომები.

DHEA-S-ის დონის მომატება მამაკაცებში შეიძლება იყოს უსიმპტომო.

სიმპტომები ქალებში:

  • აკნე;
  • დაბალი ხმა;
  • მამრობითი ტიპის თმიანობა სახეზე და სხეულზე;
  • სიმელოტე;
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • სტერილობა.

ბავშვებში DHEA-S-ს მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი პუბერტაცია ვაჟებში და გარე სასქესო ორგანოების გადიდება და არარეგულარული მენსტრუაცია გოგონებში.

DHEA-S-ს დაბალი დონე უკავშირდება დაბერების პროცესებსა და მდგომარეობებს, როგორიცაა:

  • დიაბეტი
  • ოსტეოპოროზი
  • დემენცია;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • ვაგინალური ატროფია;
  • ლიბიდოს დაქვეითება.

DHEA-S-ს დაქვეითებული დონე ასევე ვლინდება ზოგიერთი დაავადების დროს: წითელი მგლურა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და შიდსი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები, ფიზიკური დატვირთვა და თამბაქო.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

DHEA-S-ს მაღალი დონე თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების ნიშანია: ჰორმონების წარმომქმნელი ქსოვილის გადაჭარბებული ზრდა, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები.

DHEA-S-ს დაბალი დონე ნიშნავს, რომ თირკმელზედა ჯირკვლები არ აწარმოებენ საკმარის ჰორმონებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელზედა ჯირკვლების ან ჰიპოფიზის დაზიანებით. ჰიპოფიზი წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირებას (ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი). თუ ჰიპოფიზი არ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას, შესაბამისად თირკმელზედა ჯირკვლები ვერ წარმოქმნის ჰორმონებს.

აგრეთვე, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია მცირდება, თუ დაიწყებთ და სწრაფად შეწყვეტთ გარკვეული მედიკამენტების, მაგალითად კორტიკოსტეროიდების, მიღებას.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button