ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
კვლევა ადგენს დეამინირებული გლიადინის ანტისხეულების არსებობას სისხლში. გლიადინი გლუტენის ერთერთი მთავარი ცილაა. კვლევა გამოიყენება ცელიაკიის დიაგნოსტიკაში.
ცელიაკიის დროს იმუნური სისტემა არაადექვატურად რეაგირებს საკვებთან ერთად მიღებულ გლუტენზ, რომელიც შედის ქერის, ჭვავის, ხორბლის, ასევე ზოგიერთი კოსმეტიკური და სამედიცინო პროდუქტების და ვიტამინების შემადგენლობაში. გლუტენის მიღებისას იმუნური რეაქცია იწვევს იმუნურ ანთებას წვრილი ნაწლავის ქსოვილში. აღნიშნული იწვევს ნაწლავის ხაოების დაზიანებას და შეწოვის პროცესების დარღვევას – მალნუტრიციას. ცელიაკიის გართულებებს ეკუთვნის: ძვლების გამორეცხვა, ანემია, სახსრების ტკივილი და სხვა.
გახანგრძივებული დიარეა
წონის კლება
მუცლის შებერვა და ტკივილი
მეტეორიზმი
შეკრულობა
წყლულები პირის ღრუს ლორწოვანზე
ქავანა გამონაყარი
დაბუჟება
შფოთვა ან დეპრესია
საერთო სისუსტე და დაღლა
ნებისმიერი მალაბსორბციის და მასთან ასოცირებული ანემიის დროს ინიშნება კვლევები ცელიაკიის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ქრონიკული დაავადებების გამოსარიცხად.
ნორმის დროს დეამინირეული გლიადინის ანტისხეულებზე ტესტი ნეგატიურია. თუ არსებობს ცელიაკიის მაღალი რისკი მაგრამ ტესტი ნეგატიურია, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად.
ტესტის დადებითი პასუხი მიუთიტებს ცელიაკიის არსებობაზე, თუმცა ბიოფსიური მასალის კვლევა საჭიროა დიაგნოზის დასადასტურებლად.
ცელიაკიის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სხვა ტესტებიც:
ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას IgA
ენდომიზიუმის IgA
სისხლის საერთო ანალიზი
ლიპიდური პროფილი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ცელიაკიის დიაგნოზის დასადასტურებლად ხშირად საჭირო ხდება დადასტურება ბიოფსიური მასალის კვლევით.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე რამდენიმე კვირის მანძილზე აუცილებელია გლუტენის შემცველი საკვეის მიღება, რათა ანტისხეულების ცრუ ნეგატიური პასუხი არ მივიღოთ.
კვლევა არასაკმარისად ინფორმატიულია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში
გლუტენის შემადგენელი ცილა.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |