Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

D-დიმერი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:D-dimer | Laboratory research
SKU: 1127

49.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

პლაზმინის ზემოქმედებით ფიბრინის კოლტის დეგრადაციის პროცესში წარმოიქმნება D-დიმერების შემცველი ფრაგმენტები. ამგვარად, D-დიმერი განიხილება ჰიპერკოაგულაციის და ენდოგენური ფიბრინოლიზის მარკერად და თრომბოზის მქონე პაციენტებში აღინიშნება მისი მომატებული დონე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ტესტს აქვს ნეგატიური პროგნოზული მნიშვნელობა ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის თრომბოემბოლიისთვის იმ გაგებით, რომ საეჭვო პაციენტებში უარყოფითი შედეგის მიღება გამორიცხავს ამ დაავადებების არსებობას მინიმუმ 90%-ით.
  • D-დიმერი ორსულობის დროს. ორსულობისას მისი დონე თანდათან იზრდება და აქვს ცუდი პროგნოზული მნიშვნელობა ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოზის გამოსარიცხად გესტაციის 20 კვირის შემდეგ. მშობიარობის დროს, D-დიმერი, როგორც წესი, ძალიან იზრდება, შემდეგ კი სწრაფად იკლებს მშობიარობიდან 3 დღის განმავლობაში და ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობას დაახლოებით 4 კვირის შემდეგ. ამ მომენტიდან ტესტი იბრუნებს თავის მნიშვნელობას.
  • თრომბოზის რეციდივის რისკის განსაზღვრა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღრმა ვენების არაპროვოცირებული თრომბოზი ანამნეზში და არ აქვთ თრომბოფილური დარღვევები;
  • გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომი (DIC). რეკომენდებულია დიაგნოსტიკური ეჭვის დასადასტურებლად/გასაქარწყლებლად, DIC-ის მქონე პაციენტებში პოტენციური რისკის შესაფასებლად და დაწყებული თერაპიის მონიტორინგისთვის.
  • თრომბოლიზური თერაპიის დროს თრომბის ლიზისის ხარისხის მონიტორინგი.
  • ეჭვი აორტის მწვავე დისექციაზე.
  • წინაგულების ქრონიკული ფიბრილაციის მქონე პაციენტების გადარჩენის ალბათობის განსაზღვრა შემდეგი 2 წლის განმავლობაში.
  • კარდიოვასკულარული სიკვდილიანობის დამოუკიდებელი რისკ ფაქტორი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის უკმარისობის მქონე პაციენტების რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების სტრატიფიკაციისთვის.
  • გულის კორონარული დაავადების პოტენციური რისკ ფაქტორი.
  • სუბკლინიკური თრომბოფილიის მარკერი.
  • აუხსნელი პირველადი ან მეორეული უნაყოფობა და თრომბოფილია.
  • ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში სახეზე გვაქვს D-დიმერის მაღალი მაჩვენებლები სიმსივნის სტადიის შესაბამისად, რაც სასარგებლოა ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების იდენტიფიცირებისთვის ოპერირებადი კიბოს მქონე პაციენტებში.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

D-დიმერების მატება დაკავშირებულია შემდეგ მდგომარეობებთან:

  • DIC სინდრომი
  • არტერიული ან ვენური თრომბოზი
  • თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
  • ფილტვის ემბოლია
  • პრეეკლამფსია
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • სიმსივნეები
  • ანთება
  • მძიმე ინფექციები
  • ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორით თერაპია

შეზღუდვები

D-დიმერის დონის მომატება შეიძლება გამოვლინდეს

  • ნორმალური ორსულობის დროს
  • ესტროგენოთერაპიისას
  • ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას
  • ხანდაზმულებში
  • ტრავმის შემდეგ
  • პოსტოპერაციული სტრესის შემდეგ

D-დიმერის კონცენტრაცია იზრდება საკვერცხის კიბოს CA-125 მარკერის მატების პარალელურად.

რევმატოიდული ფაქტორის არსებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს D-დიმერის განსაზღვრას და გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

არ არის საჭირო წინასწარი მომზადება. რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით უზმოდ.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/d-dimeri/

ლაბორატორიები
Call Now Button