ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾75.00
ცისტატინი С დაბალი მოლეკულური წონის მქონე ცილაა, რომელიც ცისტეინ-პროტეინაზების ინჰიბიტორების ჯგუფს განეკუთვნება და მონაწილეობს ცილების უჯრედშიდა კატაბოლიზმში.
ცისტატინის სინთეზი ხორციელდება ყველა ბირთვიან უჯრედში, მთელი ცხოვრების მანძილზე
მცირე მოლეკულური წონის და დადებითი ელექტრული მუხტის წყალობით, ცისტატინი C ადვილად იფილტრება თირკმლის გლომერულებით და უკუშეიწოვება პროქსიმალური მილაკებით. შესაბამისად, პროქსიმალური მილაკების ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ის არ არის წარმოდგენილი შარდში.
ამ მახასიათებლების მიხედვით, ცისტატინი C წარმოადგენს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის ენდოგენურ მარკერს. კორელაცია უკუპროპორციულია: ცისტატინის გაზრდილი ოდენობა შარდში მიუთითებს გლომერულური ფილტრაციის დაბალ დონეზე.
კვლევების მიხედვით, ცისტატინ C უკეთესი მარკერია, თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად, ვიდრე კრეატინინი.
არსებობს მოსაზრება, რომ ცისტატინ C შესაძლოა ინფორმატიული მარკერი იყოს გულის მწვავე უკმარისობების დროს.
წინასწარი მომზადება – უმჯობესია კვლევა ჩატარდეს უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
0 – 3 დღე – ნორმა არ არსებობს
4-5 დღე – 1,22 – 1,68
6 დღე- 1 თვე – 1,37 – 1,89
1 თვე – 1 წელი – 0,73 – 1,17
1 წელი – 19 წელი – 0,60 – 0,84
19 წელი – 49წელი 0,53 – 0,92
49 წელი – 99 წელი – 0,58 – 1,02
ცისტატინ C მაჩვენებლის ზრდა არასაკმარის გლომერულურ ფილტრაციაზე მიუთითებს.
ახალშობილთა გლომერულური სისტემის მოუმწიფებლობის გამო, ცისტატინის მაჩვენებლის ზრდა შრატში აღინიშნება 3 თვემდე ასაკის ჩვილებში.
კორტიკოსტეროიდები თრგუნავს ცისტატინის სინთეზს უჯრედებში, რაც ლაბორატორიული მაჩვენებლის არასათანადო ინტერპრეტაციის მიზეზი შეიძლება იყოს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |