ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
ჯანმრთელ ადამიანებში კრეატინინი თირკმლებით ნორმალურად გამოიყოფა. იმის გამო, რომ კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში კრეატინინის გამოყოფა შედარებით მუდმივია, შარდში კრეატინინის განსაზღვრამ 24 საათის განმავლობაში შეიძლება წარმოდგენა შეგვიქმნას თირკმლის ფუნქციაზე.
შრატის კრეატინინისგან განსხვავებით, შარდში კრეატინინის კონცენტრაცია დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პარამეტრი შარდის სხვა მეტაბოლიტების (მაგ. შარდის კალციუმი/შარდის კრეატინინი, შარდის ალბუმინი/შარდის კრეატინინი, შარდში ვანილის მჟავა/შარდის კრეატინინი და ა.შ.) განსაზღვრისთვის.
შარდის კრეატინინი იზრდება შემდეგი დაავადებების დროს:
შარდის კრეატინინი მცირდება შემდეგი დაავადებების დროს:
ფიზიკურმა დატვირთვამ, ორსულობამ, ხორცის შემცველმა დიეტამ შეიძლება გაზარდოს შარდის კრეატინინი.
შარდის კრეატინინი უნდა განისაზღვროს არა იზოლირებულად, არამედ შრატის კრეატინინთან და კრეატინინის კლირენსთან ერთად თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის პროგნოზირებისათვის.
პაციენტის მომზადება საჭირო არ არის.
24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |