ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კოტინინი ( ნიკოტინის მეტაბოლიტი) შარდში

ცნობილი როგორც:ნიკოტინის მეტაბოლიტები
SKU: COTINU

250.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კოტინინი ნიკოტინის ძირითადი მეტაბოლიტია, რომელიც ორგანიზმში თამბაქოს მოხმარების ან ნიკოტინის ზემოქმედების შემდეგ წარმოიქმნება. მისი განსაზღვრა გამოიყენება აქტიური და პასიური მოწევის შეფასებისთვის, ასევე მოწევისთვის თავის დანებების კონტროლისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების მონიტორინგისთვის.

კოტინინი

ნიკოტინი თამბაქოს და ზოგიერთი სხვა მცენარის ფოთლების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებაა რომელიც ადვილად  იწვევს დამოკიდებულების განვითარებას.

კოტინინი ალკალოიდია, რომელიც წარმოიქმნება  ორგანიზმში ნიკოტინის მეტაბოლიზმის (გარდაქმნის) შედეგად. კოტინინი ორგანიზმში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე ნიკოტინი, შესაბამისად, მისი განსაზღვრა გამოიყენება სისხლში თამბაქოს პროდუქტების შემცველობის აღმოსაჩენად.

 

ნიკოტინით ინტოქსიკაციას შესაძლოა ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილი
  • მოუსვენრობა და შფოთვა
  • წვის შეგრძნება პირის ღრუში
  • გულისრევა-ღებინება
  • სუნთქვისა და გულისცემის რითმის ცვლილებები
  • თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გაბრუება
  • კუნთების სისუსტე

 

საკვლევი მასალა:ვენური სისხლი

რეფერენტული საზღვრები: ნეგატიური

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

კოტინინზე კვლევა ტარდება,  ნიკოტინის მოხმარების ან თამბაქოს კვამლთან კონტაქტის დასადასტურებლად. კოტინინი ნიკოტინის მთავარი მეტაბოლიტია და ორგანიზმში უფრო ხანგრძლივად რჩება, ვიდრე თავად ნიკოტინი.

კვლევა ინიშნება:

  • აქტიური ან პასიური მოწევის შეფასებისთვის
  • ელექტრონული სიგარეტის/ვეიპის გამოყენების კონტროლისთვის
  • მოწევისთვის თავის დანებების პროგრამების მონიტორინგისთვის
  • ნიკოტინური ინტოქსიკაციის ეჭვის დროს
  • პრე-ოპერაციულ ან პროფილაქტიკურ შეფასებაში
  • სადაზღვევო ან პროფესიული სკრინინგის დროს
  • ბავშვებში ან არამწეველებში თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შესაფასებლად.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კოტინინის დონე შარდში ასახავს ნიკოტინის მიღების ინტენსივობასა და თამბაქოს კვამლთან კონტაქტს. დაბალი ან არარსებული მაჩვენებელი, როგორც წესი, მიუთითებს არამწეველ სტატუსზე, ხოლო მომატებული დონე შეესაბამება აქტიურ მოწევას, ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას ან პასიურ მოწევას.

შედეგების ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია გათვალისწიებულ იქნეს:

  • აქტიური და პასიური მოწევის ისტორია
  • ნიკოტინშემცველი პროდუქტების გამოყენება
  • ელექტრონული სიგარეტი/ვეიპი
  • ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია (პლასტირი, საღეჭი რეზინი და სხვა)

საცნობარო მნიშვნელობები

კოტინინის ნახევარდაშლის პერიოდი საშუალოდ 16–20 საათია, რის გამოც იგი ნიკოტინის ზემოქმედების შედარებით სანდო ბიომარკერად ითვლება.

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button