
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾850.00
ნიმუშების აღება განხორციელდება მხოლოდ თბილისის ფილიალებში, მხოლოდ პარასკევს, 11 საათამდე,
მასალა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა იყოს გამოგზავნილი 12:00 საათისთვის
(შენიშვნა: აბორტული მასალა აღებული უნდა იყოს იმავე დღეს – პარასკევს დილით)
კონვენციური (სტანდარტული) კარიოტიპირება წყვილებში ტარდება ორივე პარტნიორის ქრომოსომების რაოდენობისა და სტრუქტურის შესაფასებლად. კვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია უნაყოფობის, განმეორებითი სპონტანური აბორტების, წარუმატებელი IVF-ის ან ოჯახში გენეტიკური პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში, რათა გამოვლინდეს შესაძლო ქრომოსომული ცვლილებები.
კვლევა უზრუნველყოფს ქრომოსომული რაოდენობრივი და სტრუქტურული ანომალიების დიაგნოსტიკას კარიოტიპის მაღალი გარჩევადობის ანალიზით (GTG, 550–850 ზოლი), მინიმუმ 20 მეტაფაზის შეფასების საფუძველზე. მოზაიციზმის ეჭვის შემთხვევაში ანალიზდება მინიმუმ 100 მეტაფაზა.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი (ჰეპარინიზებული)
საკვლევი ნიმუში იგზავნება პარასკევს
ნიმუშების აღება განხორციელდება მხოლოდ თბილისის ფილიალებში, მხოლოდ პარასკევს, 11 საათამდე, მასალა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა იყოს 12:00 საათისთვის
პასუხის დრო 25-30 სამუშაო დღე
ნავარაუდები ქრომოსომული დარღვევები
რეპროდუქციული პრობლემები
ორსულობის შეწყვეტის ისტორია
დონორის სკრინინგი
კვლევა ძირითადად გამოიყენება ქრომოსომული სტრუქტურული რეორგანიზაციების მატარებლების გამოსავლენად. მისი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ღირებულებიდან გამომდინარე, საერთაშორისო რეკომენდაციებით კვლევა მიზანშეწონილია ყველა იმ წყვილში, ვისაც რეპროდუქციული პრობლემები აქვს, განსაკუთრებით კი ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროგრამაში ჩართული წყვილებისთვის, როგორც რუტინული გამოკვლევა.
აღნიშნული კვლევა ტარდება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მამაკაცის ან ქალის უნაყოფობა ცნობილი ან უცნობი ეტიოლოგიით, ასევე წყვილებში განმეორებითი სპონტანური აბორტების შემთხვევაში, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დანაკარგების დროს.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
https://medicover-genetics.gr/search/?query=karyot
Ekin Ozkan; Marcelo P. Lacerda. Genetics, Cytogenetic Testing And Conventional Karyotype. 2024, StatPearls Publishing LLC.
