ზოგადი ინფორმაცია
შედედება (კოაგულაცია) არის ორგანიზმში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხელს უშლის გადაჭარბებულ სისხლდენას. თუმცა თქვენს სისხლძარღვებში მოძრავი სისხლი, ჩვეულებრივ, არ უნდა შედედდეს. შედედებისა და თრომბის/თრომბების წარმოქმნის შემთხვევაში შესაძლებელია თრომბი თქვენი სისხლის მიმოქცევის გზით გადავიდეს გულში, ფილტვებში ან ტვინში და გამოიწვიოს გულის ინფარქტი, ინსულტი ან სიკვდილიც კი.
კოაგულაციის ტესტებით განისაზღვრება სისხლის შედედების უნარი და დრო, რომელიც შედედებას სჭირდება. ტესტირება დაეხმარება თქვენს ექიმს შეაფასოს ჭარბი სისხლდენის ან თრომბოზის განვითარების რისკი.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
aPTT
- არაფრაქციული ჰეპარინითა და თრომბინის ინჰიბიტორებით (ჰირუდინით, არგატრობანით) თერაპიის კონტროლი და მონიტორინგი.
- კოაგულაციის გარკვეული ფაქტორების (XII, XI, IX, VIII, VII) თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობის დიაგნოსტიკა, ჰემოფილიაზე ან ფონ ვილებრანდის დაავადებაზე ეჭვი.
- კოაგულაციის სპეციფიკური ან არასპეციფიკური ინჰიბიტორების (ლუპუსის ანტიკოაგულანტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები) არსებობის დადგენა.
PT
- ვიტამინ K-დამოკიდებული კოაგულაციის ფაქტორების აქტივობის შეფასება.
- ეჭვი კოაგულაციის ფაქტორების თანდაყოლილ ნაკლებობაზე (ჰემოფილია და II, V, VII, X და ფიბრინოგენის ფაქტორების მემკვიდრეობითი ნაკლებობა).
- ანტიკოაგულანტებით მკურნალობის მონიტორინგი (სინტრომი და სხვა).
- ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (მისი ცილის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება) და მისი დარღვევების გამოვლენა.
- ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურების დაწყებამდე სისხლის შედედების დარღვევების გამორიცხვა.
- ეჭვი DIC სინდრომზე (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის სინდრომი).
- ეჭვი დისფიბრინოგენემიაზე.
- ეჭვი K ვიტამინის დეფიციტზე.
- სისხლდენისკენ მიდრეკილების დროს (გახანგრძლივებული სისხლდენა, ხშირი სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან, სპონტანური ექკიმოზები).
- ვენური თრომბოზი.
ფიბრინოგენი
- ეჭვი ფიბრინოგენის თანდაყოლილ ან შეძენილ დეფიციტზე.
- ეჭვი კოაგულაციის ფაქტორების ჭარბ მოხმარებაზე.
- თრომბოლიზური თერაპიის მონიტორინგი.
- თრომბოზული გართულებების რისკის შეფასება, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი გულის ქრონიკული დაავადების არსებობისას.
- მწვავე ინფექციები.
- ხშირი სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდში და/ან განავალში სისხლის არსებობა.
- მცირე ტრავმით გამოწვეული ხშირი სისხლჩაქცევები.
- სისხლდენა დიდი ხნის განმავლობაში და/ან უხვად დაზიანების შემთხვევაში.
- სისხლის შედედება ადეკვატური მიზეზის გარეშე.
- ღვიძლის ფუნქციის შეფასება.
- თქვენ იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს, რომლებიც დაკავშირებულია ფიბრინოგენთან.
- თქვენ გყავთ ნათესავები სისხლის შედედების, ფიბრინოგენთან დაკავშირებული, თანდაყოლილი დარღვევებით.
სრულ კოაგულაციურ პროფილში შემავალი ტესტები მიზანშეწონილია ჩავიტაროთ:
- ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგრამის ანალიზის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის – 6 თვეში ერთხელ.
- აგრეთვე, SARS-CoV-2-ით ინფიცირებისას, თრომბოზის პრევენციის მიზნით.
კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
aPTT
aPTT-ის გახანგრძლივება დაკავშირებულია:
- ყველა თანდაყოლილი დეფიციტი (მათ შორის ჰემოფილია A და B, ფონ ვილებრანდის დაავადება)
- თრომბინის ინჰიბიტორები (ჰირუდინი, არგატრობანი)
- სტრეპტოკინაზა
- უროკინაზა
- ორალური ანტიკოაგულანტული თერაპია
- K ვიტამინის დეფიციტი
- მალნუტრიცია
- ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომი
- ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების არსებობა
- მოცირკულირე ფაქტორ-სპეციფიკური ანტიკოაგულანტების არსებობა
- არასპეციფიკური – ლუპუსის ანტიკოაგულანტები
- ნორმალური PT (პროთრომბინის დრო) გახანგრძლივებული aPTT: სავარაუდოა პრეკალიკრეინის ან VIII, IX, XI და/ან XII ფაქტორებიდან ერთ-ერთის დეფიციტი.
- გახანგრძლივებული PT ნორმალური aPTT-ი: სავარაუდოა VII ფაქტორის შესაძლო დეფიციტი. K ვიტამინზე დამოკიდებული ფაქტორების კვებასთან დაკავშირებულმა ან თერაპიულმა დეფიციტმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული PT და ნორმალური aPTT.
- გახანგრძლივებული PT და aPTT: სავარაუდოა I, II, V ან X ფაქტორის დეფიციტი.
aPTT-ის შემცირება დაკავშირებულია:
- ერთი ფაქტორის, ყველაზე ხშირად VIII ფაქტორის გაზრდილი დონე
- გავრცელებული ნეოპლაზმები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულია ღვიძლი)
- მწვავე სისხლდენა
- DIC-ის ადრეული სტადია
გახანგრძლივებული aPTT მიუთითებს ჰემორაგიულ დაავადებაზე, შემცირებული aPTT კი აღმოჩნდა, რომ არის სიკვდილის დამოუკიდებელი პრედიქტორი თრომბოზისა და სისხლდენის მაღალი რისკის დროს.
aPTT დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: ახალშობილებში aPTT-ის ზედა ზღვარი ვრცელდება 55 წმ-მდე და 6 თვემდე თანდათან იკლებს მოზრდილებისთვის დამახასიათებელ მაჩვენებლამდე; ჯანმრთელ ბავშვებში aPTT-ის გახანგრძლივებული მნიშვნელობები გამოწვეულია კოაგულაციის რამდენიმე პროტეინის მსუბუქი დეფიციტით. ხანდაზმულებში aPTT შეიძლება შემცირდეს.
PT
პროთრომბინის გახანგრძლივება ნიშნავს სისხლის შედედების შეფერხებას და ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- ანტიკოაგულანტური თერაპია.
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- სისხლის შედედების ცილების არასაკმარისი რაოდენობა.
- K ვიტამინის დეფიციტი.
- სხვა კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტი (ფ. II, V, VII ან X).
- DIC სინდრომი.
- სისხლის შედედების ინჰიბიტორების არსებობა.
შემცირებული პროთრომბინის დრო ნიშნავს დაჩქარებულ სისხლის შედედებას და არ აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობა. ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- K ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება.
- K ვიტამინის შემცველი პროდუქტის (მწვანე ჩაი, ღვიძლი, ბროკოლი, სოიო) მიღება დიდი რაოდენობით.
- ესტროგენის შემცველი პრეპარატები ან ჰორმონის შემცვლელი თერაპია.
INR
INR-ს ვაფასებთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ანტიკოაგულანტებით და მისი განსაზღვრა ემსახურება დოზისა და დოზების ინტერვალის მონიტორინგს.
ფიბრინოგენი
ფიბრინოგენის დაბალი მაჩვენებლები გვხვდება შემდეგ შემთხვევებში:
- გაზრდილი ფიბრინოგენის მოხმარება დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომის (DIC) დროს და ფიბრინის გადაჭარბებული დეგრადაციის შემთხვევაში მეტასტაზური კიბოს, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის, სამეანო გართულებების დროს.
- ღვიძლის მძიმე დაავადები (ფიბრინოგენის წარმოების დაქვეითება).
- თრომბოლიზური თერაპია.
- L-ასპარაგინაზას თერაპია.
- გენეტიკური დაავადებები ფიბრინოგენის არ არსებობით ან ნაკლებობით.
- ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება.
- ოპერაციის დროს სისხლდენის რისკი <50 მგ/დლ-ზე მეტია.
ფიბრინოგენის მაღალი მაჩვენებლები გვხვდება შემდეგ შემთხვევებში:
- ორგანიზმის სისტემური რეაქციის არსებობა ინფექციებზე, ანთებაზე, ტრავმაზე, სიმსივნეებზე, დამწვრობაზე. მწვავე პირობებში, როგორიცაა გულის შეტევა ან სერიოზული ოპერაცია, ფიბრინოგენის დონე კრიტიკული პერიოდის შემდეგ ნორმას უბრუნდება, მეორე მხრივ, ქრონიკული ანთების პირობებში (მაგ. რევმატოლოგიური და აუტოიმუნური დაავადებები) ფიბრინოგენის დონე რჩება მაღალი.
- სხეულის კომპენსატორული პასუხი თირკმლებიდან ცილის კარგვაზე, თირკმლის დაავადებისა და მრავლობითი მიელომის დროს.
- ღვიძლის დაავადება.
- ესტროგენით მკურნალობა.
- ჰიპერტენზია, დიაბეტი და ჭარბი წონა გულის შეტევის ან ინსულტის
- გაზრდილი რისკით.