
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00
კომპლემენტის სისტემა არის იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც 30-ზე მეტი ცილისგან შედგება და მონაწილეობს ანთებითი რეაქციების გაძლიერებაში, პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებასა და დაზიანებული უჯრედების მოცილებაში.
კომპლემენტის სისტემა აუტოიმუნურ პროცესებშიც არის ჩართული.
კომპლემენტის კომპონენტების განსაზღვრა არის ანალიზი, რომელიც ზომავს კონკრეტული ცილის (კომპლემენტის კომპონენტის) აქტივობას სისხლში.
კომპლემენტის C2 კომპონენტის ტესტი აუცილებელია მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვი C2 კომპონენტის მემკვიდრეობით ან შეძენილ დეფიციტზე, რომელიც დაკავშირებულია ინფექციებისადმი მომატებულ მგრძნობელობასთან, აუტოიმუნურ დაავადებებთან, ანგიონევროზულ შეშუპებასთან, მგლურასთან ასოცირებულ ვასკულიტებთან, გლომერულონეფრიტთან და სხვა.
კომპლემენტის C2 კომპონენტის დეფიციტი, ყველაზე გავრცელებული ვარიანტია რომელიც ჰომოზიგოტური გენეტიკური დარღვევის სახით გვხვდება ყოველ 10,000–40,000-ზე ერთ შემთხვევაში, ხოლო ჰეტეროზიგოტური ფორმით — ზოგადი მოსახლეობის 1%-2%-ში. C2 დეფიციტისა და მგლურას მქონე პაციენტებში ხშირად აღინიშნება ანტინუკლეარული ანტისხეულების (ANA) ტესტის უარყოფითი ან დაბალი ტიტრი.“
მაჩვენებლების მომატება
კომპლემენტის დონის მომატება ყველაზე ხშირად მიუთითებს ანთებით პროცესზე, თუმცა შეიძლება ასოცირებული იყოს ინფექციებთან, აუტოიმუნურ დაავადებებთან, მეტაბოლურ დარღვევებთან და ზოგიერთ სიმსივნურ მდგომარეობასთან:
აქტიური აუტოიმუნური პროცესის (მაგალითად მგლურას) მქონე პაციენტებში კომპლემენტის კონცენტრაცია და მისი აქტივობა ხშირად დაბალია.
მაჩვენებლის დაქვეითება
კომპლემენტის C2 კომპონენტის დაბალი მაჩვენებელი ახასიატებს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა:
კომპლემენტის C2 კომპონენტის განსაზღვრას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სხვა კლინიკურ-ლაბორატორიულ მაჩვენებლებთან კომბინაციაში. კვლევა არ გამოიყენება სასკრინინგოდ.
პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |