ზოგადი ინფორმაცია
შედედება (კოაგულაცია) ორგანიზმში მიმდინარე პროცესია, რომელიც ვითარდება სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის დროს და ხელს უშლის სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის განვითარებას. თუმცა, ჩვეულებრივ მდგომარეობაში სისხლძარღვში მოძრავი სისხლი არ დედდება. პათოლოგიურ შემთხვევებში სისხლის ნაკადში წარმოქმნილი თრომბი შესაძლოა მოხვდეს ისეთ სასიცოცხლო ორგანოებში, როგორებიცაა გული, თავის ტვინი, ფილტვი და გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის შეფერხება ამ ორგანოებში და სიკვდილიც კი.
კოაგულაციური ტესტებით განისაზღვრება სისხლის შედედების უნარი და შედედებისთვის საჭირო დრო.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
aPTT
- არაფრაქციული ჰეპარინითა და თრომბინის ინჰიბიტორებით (ჰირუდინით, არგატრობანით) თერაპიის კონტროლი და მონიტორინგი.
- კოაგულაციის გარკვეული ფაქტორების (XII, XI, IX, VIII, VII) თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობის დიაგნოსტიკა, ჰემოფილიაზე ან ფონ ვილებრანდის დაავადებაზე ეჭვი.
- კოაგულაციის სპეციფიკური ან არასპეციფიკური ინჰიბიტორების (ლუპუსის ანტიკოაგულანტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები) არსებობის დადგენა.
PT
- ვიტამინ K-დამოკიდებული კოაგულაციის ფაქტორების აქტივობის შეფასება.
- ეჭვი კოაგულაციის ფაქტორების თანდაყოლილ ნაკლებობაზე (ჰემოფილია და II, V, VII, X და ფიბრინოგენის ფაქტორების მემკვიდრეობითი ნაკლებობა).
- ანტიკოაგულანტებით მკურნალობის მონიტორინგი (სინტრომი და სხვა).
- ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (მისი ცილის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება) და მისი დარღვევების გამოვლენა.
- ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურების დაწყებამდე სისხლის შედედების დარღვევების გამორიცხვა.
- ეჭვი DIC სინდრომზე (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის სინდრომი).
- ეჭვი დისფიბრინოგენემიაზე.
- ეჭვი K ვიტამინის დეფიციტზე.
- სისხლდენისკენ მიდრეკილების დროს (გახანგრძლივებული სისხლდენა, ხშირი სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან, სპონტანური ექკიმოზები).
- ვენური თრომბოზი.
სრულ კოაგულაციურ პროფილში შემავალი ტესტები მიზანშეწონილია ჩავიტაროთ:
- ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგრამის ანალიზის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის – 6 თვეში ერთხელ.
- აგრეთვე, SARS-CoV-2-ით ინფიცირებისას, თრომბოზის პრევენციის მიზნით.
კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
aPTT
aPTT-ის გახანგრძლივება დაკავშირებულია:
- ყველა თანდაყოლილი დეფიციტი (მათ შორის ჰემოფილია A და B, ფონ ვილებრანდის დაავადება)
- თრომბინის ინჰიბიტორები (ჰირუდინი, არგატრობანი)
- სტრეპტოკინაზა
- უროკინაზა
- ორალური ანტიკოაგულანტული თერაპია
- K ვიტამინის დეფიციტი
- მალნუტრიცია
- ინტრავასკულარული კოაგულაციის სინდრომი
- ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების არსებობა
- მოცირკულირე ფაქტორ-სპეციფიკური ანტიკოაგულანტების არსებობა
- არასპეციფიკური – ლუპუსის ანტიკოაგულანტები
- ნორმალური PT (პროთრომბინის დრო) გახანგრძლივებული aPTT: სავარაუდოა პრეკალიკრეინის ან VIII, IX, XI და/ან XII ფაქტორებიდან ერთ-ერთის დეფიციტი.
- გახანგრძლივებული PT ნორმალური aPTT-ი: სავარაუდოა VII ფაქტორის შესაძლო დეფიციტი. K ვიტამინზე დამოკიდებული ფაქტორების კვებასთან დაკავშირებულმა ან თერაპიულმა დეფიციტმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული PT და ნორმალური aPTT.
- გახანგრძლივებული PT და aPTT: სავარაუდოა I, II, V ან X ფაქტორის დეფიციტი.
aPTT-ის შემცირება დაკავშირებულია:
- ერთი ფაქტორის, ყველაზე ხშირად VIII ფაქტორის გაზრდილი დონე
- გავრცელებული ნეოპლაზმები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულია ღვიძლი)
- მწვავე სისხლდენა
- DIC-ის ადრეული სტადია
გახანგრძლივებული aPTT მიუთითებს ჰემორაგიულ დაავადებაზე, შემცირებული aPTT კი აღმოჩნდა, რომ არის სიკვდილის დამოუკიდებელი პრედიქტორი თრომბოზისა და სისხლდენის მაღალი რისკის დროს.
aPTT დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: ახალშობილებში aPTT-ის ზედა ზღვარი ვრცელდება 55 წმ-მდე და 6 თვემდე თანდათან იკლებს მოზრდილებისთვის დამახასიათებელ მაჩვენებლამდე; ჯანმრთელ ბავშვებში aPTT-ის გახანგრძლივებული მნიშვნელობები გამოწვეულია კოაგულაციის რამდენიმე პროტეინის მსუბუქი დეფიციტით. ხანდაზმულებში aPTT შეიძლება შემცირდეს.
PT
პროთრომბინის გახანგრძლივება ნიშნავს სისხლის შედედების შეფერხებას და ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- ანტიკოაგულანტური თერაპია.
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- სისხლის შედედების ცილების არასაკმარისი რაოდენობა.
- K ვიტამინის დეფიციტი.
- სხვა კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტი (ფ. II, V, VII ან X).
- DIC სინდრომი.
- სისხლის შედედების ინჰიბიტორების არსებობა.
შემცირებული პროთრომბინის დრო ნიშნავს დაჩქარებულ სისხლის შედედებას და არ აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობა. ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- K ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება.
- K ვიტამინის შემცველი პროდუქტის (მწვანე ჩაი, ღვიძლი, ბროკოლი, სოიო) მიღება დიდი რაოდენობით.
- ესტროგენის შემცველი პრეპარატები ან ჰორმონის შემცვლელი თერაპია.
INR
INR-ს ვაფასებთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ანტიკოაგულანტებით და მისი განსაზღვრა ემსახურება დოზისა და დოზების ინტერვალის მონიტორინგს.