
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
კვლევა ზომავს სისხლში ქლორიდის იონების კონცენტრაციას. ქლორიდი ნატრიუმთან და სხვა ელექტროლიტებთან ერთად არეგულირებს ორგანიზმში სითხის განაწილებას, ხოლო ბიკარბონატთან ურთიერთქმედებით მონაწილეობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში.
ქლორი (Cl⁻) ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელექტროლიტია, რომელიც სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ქლორიდის იონის სახით გვხვდება. ის მონაწილეობს ორგანიზმში სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობისა და ნორმალური უჯრედული ფუნქციონირების შენარჩუნებაში.
სისხლში ქლორის კონცენტრაცია იზრდება:
სისხლში ქლორის კონცენტრაცია მცირდება:
ფიზიოლოგიურ პირობებში, ქლორის კონცენტრაციის ცვლილებები მეორეხარისხოვანია სხვა ელექტროლიტების ცვლილებებთან შედარებით. მისი მიზანია გარემოს ელექტრონეიტრალურობის შენარჩუნება: თუ ბიკარბონატის შემცველობა იზრდება, ქლორის შემცველობა მცირდება, თუ ნატრიუმის დონე იზრდება, ქლორის შემცველობაც იზრდება. არაკომპენსირებული ჰიპერქლორემია იწვევს მეტაბოლურ აციდოზს. ქლორიდები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით (90%), ასევე ოფლითა და განავლით. ქლორის ცვლა რეგულირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიერ.
საკვლევი მასალა ვენური სისხლი
სისხლში ქლორის განსაზღვრისთვის, როგორც წესი, სპეციალური მომზადება ან უზმოდ ყოფნა აუცილებელი არ არის. თუმცა, თუ კვლევა სხვა ბიოქიმიურ მაჩვენებლებთან ერთად ტარდება, შესაძლოა საჭირო გახდეს უზმოდ ყოფნა. მნიშვნელოვანია, ექიმის ინფორმირება მიღებული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების შესახებ. რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
