
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾1,210.00
კლოპიდოგრელის გენეტიკური ტესტირება არის კვლევა, რომელიც იკვლევს CYP2C19 ფერმენტის მაკოდირებელ გენში არსებულ ვარიანტებს და განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად გარდაქმნის ორგანიზმი მედიკამენტს (კლოპიდოგრელს) აქტიურ ანტითრომბოციტულ ფორმად.
CYP2C19 ფერმენტი ღვიძლის მიკროსომული ფერმენტია, რომელიც შედის ციტოქრომ P450 ფერმენტული ოჯახის შემადგენლობაში. ფერმენტების ეს ჯგუფი მონაწილეობს ორგანიზმში ისეთი მედიკამენტების გარდაქმნის პროცესში, როგორებიცაა: კლოპიდოგრელი, პროპაფენონი, ომეპრაზოლი, სერტრალინი, ციტალოპრამი, დიაზეპამი და სხვა.
კლოპიდოგრელის ეფექტურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია CYP2C19 ფერმენტის გენეტიკურ ვარიანტებზე.
CYP2C19 გენში არსებული ვარიანტები, რომლებიც ფერმენტის აქტივობას ამცირებს, კლოპიდოგრელის რეზისტენტობას განაპირობებს. ნორმალური მეტაბოლიზმის მქონე პირებთან შედარებით, ინაქტივაციის ვარიანტების მატარებლებს (განსაკუთრებით CYP2C19-ში) აღენიშნებათ თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითებული ინჰიბიცია და გულ-სისხლძარღვოვანი პროცესების უფრო მაღალი რისკი ( თრომბოზი, ინსულტი, ინფარქტი).
ასეთ პაციენტებში ხშირად საჭიროა კლოპიდოგრელის დოზის კორექცია (მომატება) ან ალტერნატიული მედიკამენტით ჩანაცვლება
ნიმუში: ვენური სისხლი
კვლევის შედეგი უზრუნველყოფს CYP2C19 ფერმენტის მაკოდირებელი გენოტიპის დადგენას, რომელიც ფერმენტის სხვადასხვა აქტივობას შეესაბამება.
CYP2C19 ფერმენტის აქტივობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს თანმხლები პრეპარატების მიღებისას, რაც პირდაპირ მოქმედებს იმ წამლების ელიმინაციაზე, რომლებიც ამ ფერმენტით მეტაბოლიზდება.
პრეპარატები, რომლებიც ზრდის CYP2C19 ფერმენტის აქტივობას
პრეპარატები, რომლებიც ამცირებს CYP2C19-ის აქტივობას
CYP2C19 ფერმენტი ასევე მონაწილეობს სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმში (სტატინები, ანტიდეპრესანტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).
კლოპიდოგრელის ტესტი არის გენეტიკური კვლევა, რომელიც ამოწმებს CYP2C19 გენში არსებულ ცვლილებებს. ეს გენი კოდირებს ციტოქრომ P450 2C19 ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია კლოპიდოგრელის და სხვა წამლების მეტაბოლიზმზე. ტესტის შედეგი ეხმარება ექიმს პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვაში.
მედიკამენტების კლასები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19 ფერმენტით
ანტითრომბოციტური აგენტები → კლოპიდოგრელიl (პლავიქსი)
ანტიკონვულანტები → მეფენიტოინი, ფენიტოინი, დიაზეპამი, პრიმიდონი
ანტიდეპრესანტები → ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, S-ციტალოპრამი, კლომიპრამინი
ციტოსტატიკები → ციკლოფოსფამიდი
ანტირეტროვირუსული პრეპარატები → ნელფინავირი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები → ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ომეპრაზოლი
სხვა პრეპარატები → პროგესტერონი, პროპრანოლოლი , R-ვარფარინი(ნაკლებად აქტიური იზომერი), პროგუანილი და სხვა.
პაციენტის მომზადება
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://www.synevo.ro/shop/genotipare-cyp2c19/
https://medicover-genetics.com/product/pgx-cardiovascular/
Lee et al., CPIC Guideline for CYP2C19 Genotype and Clopidogrel Therapy: 2022 Update Clin Pharmacol Ther. 2022;112(5):959-967
Synevo Laboratory. Specific references to the working technology used. Ref Type: Catalog.
Laboratory Corporation of America. Directory of Services and Interpretive Guide. Clopidogrel CYP2C19 Genotyping. www.labcorp.com, 2010. Ref Type: Internet Communication.
Laboratory Corporation of America. Directory of Services and Interpretive Guide. Cytochrome P450 2C19 Genotyping. www.labcorp.com, 2009. Ref Type: Internet Communication.
Mayo Clinic. Mayo Medical Laboratories. Test Catalog: . Cytochrome P450 2C19 Genotyping by Sequence Analysis. www.mayomedicallaboratories.com. Ref Type: Internet Communication.
Quest Diagnostics. AccuTypeTM CP, Clopidogrel CYP2C19 Genotype (*2, *3, *4, *5, *6, *7, *8) . Clinical Focus. www.questdiagnostics.com. Reference Type: Internet Communication.
Simon T, Verstuyft C, Mary-Krause M, et al. Genetic Determinants of Response to Clopidogrel and Cardiovascular Events. In N Engl J Med, 2009, 360(4):363-375.
სიახლეები და აქციები
