ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾600.00
ციტომეგალოვირუსი (CMV) ყველაზე ხშირი მიზეზია, რომელიც იწვევს ახალშობილთა განვითარების თანდაყოლილ ჩამორჩენასა და სიყრუეს.
ციტომეგალოვირუსით საშვილოსნოსშიდა ინფიცირების სიხშირეა 1:100 ცოცხლადშობილ ახალშობილზე.
თანდაყოლილი ინფექციით დაბადებული ბავშვების 15%-ს დაბადებისთანავე აღენიშნება სიმპტომები (მიკროცეფალია, ქალასშიდა კალციფიკაციები, ქორიორეტინიტი, სიყვითლე, ჰეპატოსპლენომეგალია, პურპურა). დანარჩენი 85% დაბადებისას ასიმპტომურია, თუმცა მათ 15%-ს ნევროლოგიური დარღვევები უვლინდება 4 წლამდე ასაკში.
ახალშობილის თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია გამოწვეულია ორსულობისას დედის ინფიცირებით. რეინფექცია ან გამომწვევის რეაქტივაცია ძალიან იშვიათად იწვევს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფიცირებას.
ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე მოზრდილებში, მათ შორის ორსულებშიც შემთხვევათა >90%-ში ციტომეგალოვირუსული ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენა დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. IgM ანტისხეულები ინფიცირებიდან რამდენიმე კვირაშივე ვითარდება, რასაც მოყვება IgG ანტისხეულების განვითარებაც.
ციტომეგალოვირუსის IgM ანტისხეულები მხოლოდ რამდენიმე კვირის მანძილზე იმატებს და 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება. მიუხედავად IgM ანტისხეულები მაღალი სენსიტიურობისა, პირველადი ინფიცირების დიაგნოსტიკაში, სპეციფიკურობა საკმაოდ დაბალია, რადგან IgM შესაძლოა ფარულად მიმდინარე ინფექციური პროცესის რეინფექციების და რეაქტივაციის დროსაც განვითარდეს.
ასევე, არსებობს ციტომეგალოვირუსის IgM ანტისხეულების ცრუ დადებითი შედეგებიც, რაც გამოწვეულია სხვადასხვა პათოგენების ჯვარდეინი რეაქტიულობით.
პირველადი ინფექციის შემდეგ IgG ანტისხეულების ავიდურობა (სწრაფვა, მსგავსება ანტიგენისადმი) პროგრესულად იმატებს.
IgG ანტისხეულების ავიდურობის განსაზღვრა მნიშვნელოვანი კვლევაა პირველადი ინფექციური პროცესის დიფერენცირებისთვის მეორადი ინფექციისგან. ავიდურობის დაბალი ხარისხი პირველადი ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. თუმცა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოვლენილი ანტისხეულების ავიდურობის დაბალი ხარისხი არ მიუთიტებს, რომ დაინფიცირება მოხდა დაორსულების შემდეგ.
IgG ანტისხეულების ავიდურობა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია 3 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში პირველადი და რეკურენტული (განმეორებითი) ინფექციის დიფერენცირებისთვის.
3 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში კვლევა არარელევანტურია, რადგან ამ პერიოდში ნაყოფის სისხლში პლაცენტის გავლით მოხვედრილი ანტისხეულები ჯერ კიდევ აქტიურია.
პაციენტის მომზადება და საკვლევი ნიმუში – შედეგების სწორი ინტერპრეტაციისთვის რეკომენდებულია ანტისხეულების ავიდურობის ტესტის ჩატარება იმავე შრატიდან, საიდანაც განისაზღვრა IgM და IgG ანტისხეულების ტიტრი.
ავიდურობის ინდექსი <0.4 (დაბალი ავიდურობა) მიუთითებს პირველადი, ახლადგანვიტარებული ინფექციის არსებობაზე, არაუმეტეს 3 თვის ფარგლებში. აუცილებელია ორსულების ინფორმირება ინფექციის ტრანსპლაცენტური გზით ნაყოფზე გავრცელების და ნაყოფის შემდგომი გართულებების განვითარების შესახებ და რეკომენდაცია – ამნიოცენტეზის გზით ჩატარდეს ციტომეგალოვირუსის დნმ რაოდენობრივი კვლევა. ამნიოცენტეზის ჩატარება აუციელებლია დედის სავარაუდო ინფიცირებიდან არაუადრეს 7 კვირისა, ორსულობის 21 კვირის ვადის შემდეგ. ამ პერიოდის გათვალისწინება კვლევისას აუცილებელია, რადგან დედის ინფიცირების შემდეგ ნაყოფის ინფიცირებისთვის და ამნიონურ სითხეში ვირუსის გამოყოფის და გამრავლებისთვის საშუალოდ 6-7 კვირაა საჭირო.
ავიდურობის ინდექსი 0.4 ≤ 0.65 (ზომიერი საშუალო ავიდურობა) არ გამორიცხავს ახლადდაწყებულ ინფექციურ პროცესს, თუმცა ასეთი მაჩვენებელი ახასიათებს უფროხანდაზმულ ინფექციურ პროცესსაც, მარალი აქტივობის გარეშე.
ავიდურობის ინდექსი ≥ 0.65 (მაღალი ავიდურობა) მიუთითებს, რომ ინფექციური პროცესი დაიწყო 3 თვეზე მეტი ხნის წინ.
დედის პირველადი ინფიცირების დიაგნოსტიკის კრიტერიუმებია:
დედის მეორადი (განმეორებითი) ინფექციის დიაგნოსტიკის კრიტერიუმებია:
კვლევის შედეგები არადამაჯერებელია იმ პაციენტებში, რომელტაც ბოლო თვეების მანძილზე ჩაუტარდათ სისხლის, ან სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, ასევე – იმუნოსუპრესიული თერაპია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია