Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: PAP ტესტი & HPV დნმ

ცნობილი როგორც: Cervical Cancer Screening: PAP Test & HPV DNA
SKU: 297

Original price was: ₾232.00.Current price is: ₾180.00.

საკვლევი მასალა: უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

 

📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1,
სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 10:30-17:00

 

“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30-17:00

 

“სინევოს” მიცკევიჩის ფილიალში. მის: ადამ მიცკევიჩის N10,
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30 – 17:00

 

“სინევოს” ბათუმის ფილიალში. მის: ანგისის ქ. 2 (ვოქსის შენობა)
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 08:30 – 13:30
შაბათი 09:00 – 14:00

 

ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

 

 

საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოადგენს კიბოს ტიპს, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში – საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, რომელიც უერთდება საშოს.

ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) სხვადასხვა შტამები, რომლებიც იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას, თამაშობენ მნიშვნელოვან როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესობის განვითარებაში.

HPV-ის ზემოქმედებისას, სხეულის იმუნური სისტემა, როგორც წესი, ხელს უშლის ვირუსს ზიანის მიყენებისგან. თუმცა, ადამიანების მცირე პროცენტში ვირუსი წლების განმავლობაში პერსისტირებს, რაც ხელს უწყობს იმ პროცესის განვითარებას, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის ზოგიერთი უჯრედის კიბოს უჯრედებად გადაქცევას.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი სკრინინგის ტესტებისა და ვაქცინაციის მეშვეობით, რომელიც გიცავთ HPV ინფექციისგან.

სკრინინგის ტესტები დაგეხმარებათ საშვილოსნოს ყელის კიბოს და კიბოსწინარე უჯრედების გამოვლენაში. გაიდლაინების უმეტესობა გვთავაზობს საშვილოსნოს ყელის კიბოს და კიბოსწინარე ცვლილებების სკრინინგის დაწყებას 21 წლის ასაკში.

სკრინინგის ტესტები მოიცავს პაპ-ტესტს (PAP) და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტს.

პაპ-ტესტი ეძებს კიბოსწინარე უჯრედებს, HPV ტესტი კი – ვირუსს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნორმალური უჯრედების კიბოსწინარე უჯრედებად გადაგვარება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თუ ხართ 21-დან 29 წლამდე თქვენ უნდა დაიწყოთ პაპ-ტესტის ჩატარება 21 წლის ასაკში. თუ თქვენი პაპ ტესტის შედეგი ნორმალურია, ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ შეგიძლიათ ტესტი გაიმეოროთ სამი წლის შემდეგ.
  • თუ ხართ 30-დან 65 წლამდე ესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ, თუ რომელი ტესტის ვარიანტია თქვენთვის შესაფერისი:
  1. მხოლოდ პაპ ტესტი. თუ თქვენი შედეგი ნორმალურია, ტესტი უნდა გაიმეოროთ 3 წლის შემდეგ;
  2. მხოლოდ HPV ტესტი – პირველადი HPV ტესტირება. თუ თქვენი შედეგი ნორმალურია, ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ ტესტი უნდა გაიმეოროთ 5 წლის შემდეგ;
  3. HPV ტესტი პაპ ტესტთან ერთად. თუ თქვენი ორივე შედეგი ნორმალურია, ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ ტესტი უნდა გაიმეოროთ 5 წლის შემდეგ;
  • თუ 65 წელზე უფროსი ხართ ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ აღარ გჭირდებათ სკრინინგის ჩატარება, თუ:
  1. თქვენ გაქვთ ნორმალური სკრინინგის ტესტის შედეგები რამდენიმე წლის განმავლობაში, ან
  2. თქვენ ამოიღეთ საშვილოსნოს ყელი, როგორც ტოტალური ჰისტერექტომიის ნაწილი არასიმსივნური პირობების გამო

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

როგორც კვლევებით დასტურდება, პაპ-ტესტის და HPV ტესტის კომბინირებული გამოყენება საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ მაღალი რისკის ინტრაეპითელური დაზიანებები უფრო დიდი მგრძნობელობითა და სპეციფიკით. ამრიგად, სკრინინგის პროტოკოლებს, რომლებიც მოიცავს ორივე ტესტს, აქვთ მაღალი მგრძნობელობა.

მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის თავიდან გაცილებთ დისკომფორტს ტესტირებისთვის ორი ცალკეული ნიმუშის აღებისას.

ორივე ტესტიდან უარყოფითი შედეგის მიღება გვარწმუნებს რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი ძალიან დაბალია.

პროდუქტის აღწერა

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 95-99,7% გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV). HPV ინფექცია უფრო ხშირია ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ ქალებში 25 წლამდე. HPV ინფექციის საშუალო ხანგრძლივობაა 4-20 თვე, რადგან 2 წლის განმავლობაში ადამიანთა 90%-ში HPV ინფექცია აღმოიფხვრება იმუნური სისტემის დახმარებით. დანარჩენ 10%-ში ინფექცია გრძელდება, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ბრტყელი დაზიანებების განვითარების მაღალ რისკთან.

იდენტიფიცირებულია 120-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის HPV და მათგან დაახლოებით ერთ მესამედს შეუძლია გენიტალური ეპითელური უჯრედების დაინფიცირება. HPV ტიპები მაღალი ონკოგენური რისკით: 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59. მათ შორის HPV 16 არის ყველაზე კანცეროგენული ტიპი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს 50-60%-ს და HPV 18, რომელიც მონაწილეობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში შემთხვევათა 10-12%-ში.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

განვითარებულ ქვეყნებში სკრინინგის პროგრამების დანერგვა იწვევს დაავადების შემთხვევების და სიკვდილიანობის მნიშვნელოვან და მუდმივ შემცირებას. სკრინინგის მიზანია საშვილოსნოს ყელის პრეავთვისებიანი დაზიანებების გამოვლენა.

პაპ-ტესტი (ასევე უწოდებენ ნაცხის ტესტს) არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის. საკვლევი უჯრედები გროვდება საშვილოსნოს ყელის ტრანსფორმაციის ზონიდან და ანალიზდება მიკროსკოპის ქვეშ. HPV ტესტირების დანერგვამ კიდევ უფრო გააუმჯობესა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული გამოვლენის პროცესი.

ბაბეს-პაპანიკოლაუს ტესტი (პაპ-ტესტი) თხევადი ციტოლოგიის მეთოდით

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები თხევად ციტოლოგიის მეთოდსა (LBC) და ჩვეულებრივ ციტოლოგიის მეთოდს (ჩვეულებრივი პაპ-ტესტი) შორის მათი სპეციფიკისა და მგრძნობელობის თვალსაზრისით. თუმცა, თხევადი ციტოლოგიის მეთოდს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა:

  • არადამაკმაყოფილებელი ნიმუშების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირებულია – ჩვეულებრივი ციტოლოგიისას – 9%, LBC-ისას – 1,6%;
  • თუ ნიმუშში სისხლია, LBC ტექნიკა უკეთეს ინფორმაციას იძლევა;
  • ინფექციური მიკროორგანიზმები, როგორიცაა Candida hyphae, Trichomonas vaginalis, Herpes simplex virus, უკეთ ვლინდება LBC ტექნიკით;
  • LBC იძლევა დამატებითი ტესტირების და იგივე საკვლევი მასალით HPV გენოტიპირების საშუალებას.

PAP ტესტი არის ძალიან სასარგებლო სკრინინგ-ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე, მაგრამ მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს სხვა ტესტები თერაპიული გადაწყვეტილების მიღებამდე. პაპ-ტესტი ეფექტურად განსაზღვრავს პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დამატებითი ტესტები (მაგ. კოლპოსკოპია), რათა კლინიცისტმა შეძლოს თერაპიული გადაწყვეტილების მღება.

მაღალი რისკის HPV ტიპების გამოვლენა და გენოტიპირება

HPV სკრინინგ ტესტი აღმოაჩენს მაღალი რისკის 14 HPV ტიპს: HPV – 16, 18, 31, 45, 51, 52 – ტიპებს ინდივიდუალური გენოტიპირებით და სხვა HPV ტიპებს – ვირუსის მე-2 ან მე-3 ჯგუფიდან: P1: 33/58; P2: 56/59/66; P3: 35/39/68. ტესტი ეფუძნება HPV დნმ-ის განსაზღვრას პჯრ (PCR) კვლევის მეთოდით რეალურ დროში. HPV ტესტების უმეტესობისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლევა კვლევის დროს გადამრავლდეს გენომის ის რეგიონები, რომლებიც სპეციფიურია HPV-ის კონკრეტული ტიპისთვის, რითაც აუმჯობესებს გამოვლენის სპეციფიკას. გარდა ამისა, სამიზნე თანმიმდევრობების არჩევით E6 და E7 გენების დონეზე, არ არსებობს ცრუ-უარყოფითი შედეგის მიღების რისკი იშვიათი შემთხვევების გარდა. ტესტის კიდევ ერთი პოტენციური უპირატესობა ის არის, რომ გაფართოებულმა გენოტიპირებამ შეიძლება განაპირობოს სკრინინგის პროგრამებში მონაწილე ქალებში HPV-ის სპეციფიური გენოტიპების მდგრადობის უფრო ზუსტი შეფასება და საბოლოოდ პაციენტების უკეთესი სტრატიფიკაცია რისკის ხარისხის მიხედვით.

ტესტი გამოიყენება როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი სკრინინგისთვის, ასევე თხევადი ციტოლოგიის მეთოდით პაპ-ტესტის შემდეგ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტესტი შეიძლება ჩატარდეს PAP თხევადი ციტოლოგიური სინჯის აღების თარიღიდან 3 კვირის განმავლობაში იგივე საკვლევ მასალაზე.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • არ აიღოთ სინჯი მენსტრუაციის დროს;
  • არ აიღოთ სინჯი თუ ხართ ორსულად, თუ გაქვთ ლეიკემია, მშობიარობიდან 6-8 კვირის განმავლობაში და სხივური თერაპიის კურსის დროს;
  • სინჯის აღებამდე 48 საათით ადრე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი აქტისგან და ვაგინალური შხაპისგან. თავი უნდა აარიდოს ინტრავაგინალური ტამპონების, ადგილობრივი კონტრაცეპტივების, ვაგინალური გელების, კრემებისა და მედიკამენტების გამოყენებას.

საკვლევი მასალა

  • კვლევისთვის (ორივე სკრინინგ ტესტისთვის) საჭიროა უჯრედები ეგზოცერვიკალური, ენდოცერვიკალური და მათ შორის გარდამავალი უბნებიდან (ტრანსფორმაციის ზონა).
  • საკვლევი მასალის აღება უნდა მოხდეს პროფესიონალის მიერ.

 

 

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button