ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00 Original price was: ₾90.00.₾81.00Current price is: ₾81.00.
როგორ ტარდება კვლევა?
თავ-ზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, წელის მალებს შორის ხორციელდება პუნქცია (ჩხვლეტა) და ზურგის ტვინის არხიდან, სეციალური ნემსის მეშვეობით ლიქვორის აღება. პროცედურა ტარდება მხოლოდ სტაციონარში, სპეციალისტის მიერ. პროცედურის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია.
ლიქვორის ბაქტერიოლოგიური კვლევა აუცილებელია ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა:
ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები
სოკოვანი ინფექციები
თავის ტვინის სუბარაქნოიდული (რბილ გარსში) სისხლჩაქცევა
თავისა და ზურგის ტვინის ტრავმა
ეპილეფსია
გაფანტული სკლეროზი
ლაიმის დაავადება
გილენ-ბარის სინდრომი და სხვა
ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუში გადის კულტურალურ კვლევას. საჭიროებისამებრ კეთდება კვლევა ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე – ანტიბიოტიკოგრამა.
თავ-ზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგიურ კვლევასთან ერთად, ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევები, როგორიცაა: სისხლის ბაქტერიოლოგია, სისხლის საერთო ანალიზი და სხვა. თუ კულტურაში გამომწვევები არ დაფიქსირდა, ე.ი ცნს-ში ინფექციური პროცესი არ არის.
საკვლევი მასალა: ლიქვორი (თავ-ზურგტვინის სითხე)
პასუხის დრო: 4 სამუშაო დღე
სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს
რა არის ცერებრო-სპინალური სითხის კულტურალური კვლევა (ბაქტერიოლოგია)?
ცერებრო-სპინალური სითხე (ლიქვორი) გამჭვირვალე სითხეა რომელიც გარს ერტყმის თავისა და ზურგის ტვინს, იცავს მას მექანიკური დაზიანებისგან, ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით და აცილებს ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილ პროდუქტებს.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ინფექციური პროცესების დროს, აუცილებელი ხდება ლიქვორის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება, ზუსტი გამომწვევის იდენტიფიცირების და მკურნალობის გეზის განსაზღვრისთვის.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები