ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾231.00 Original price was: ₾231.00.₾175.00Current price is: ₾175.00.
ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის ინიცირებას გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანებში, მარცვლოვნებში შემავალი გლუტენის საკვებად მიღება ახდენს,
ცელიაკიის სიხშირე ზოგად პოპულაციაში დაახლოებით 0.5% შეადგენს.
დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ადრეულ ასაკშიც (4-24 თვის ასაკში), თუმცა შემთხვევათა უმეტესობასი იწყება მოზრდილობისას.
დაავადების კლინიკური სურათი მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, მონელების დარღვევებს, წონის კლებას, გაღიზიანებული ნაწლავის სურათს და ა.შ.
ცელიაკიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა თითქმის ნახევარს აღენიშნება დაავადების უსიმპტომო, ან ატიპური ფორმა.
ცელიაკიის სეროლოგიური მარკერები ფართოდ გამოიყენება დაავადების სკრინინგისათვის.
ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა ქსოვილოვანი ენზიმია, რომელიც ცელიაკიის დაავადებასთან ასოცირებულ ანტიგენს წარმოადგენს. ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას მიმართ განვითარებული IgA და IgG ანტისხეულები ცელიაკიის სასკრინინგო სეროგოლიური მარკერებია.
იმუნოგლობულინი IgA იმუნური სისტემის ცილაა, რომელიც მონაწილეობს ბაქტერიების და ვირუსების განეიტრალებაში. ის წარმოიქმნება ლეიკოციტებში, კერძოდ B უჯრედებში და ტრანსპორტირდება ლორწოვან გარსებში: ნაწლავში, პირის ღრუს, სასუნთქი და შარდ-სასქესო ტრაქტის ლორწოვანებში.
ლორწოვან გარსებში არსებული IgA უზრუნველყოფს ადგილობრივ დაცვას როგორც პათოგენური ვირუსების და ბაქტერიებისგან, ისე ადგილობრივი მიკროფლორის გავლენისგან.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია, გარკვეული პერიოდის მანძილზე პაციენტმა მიიღოს გლუტენის შემცველი პროდუქტები, რათა განვითარდეს იმუნური რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა არაინფორმატიულია.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |