ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00 Original price was: ₾50.00.₾45.00Current price is: ₾45.00.
კარბამაზეპინი (ფინლეფსინი, ტეგრეტოლი) წარმოადგენს ანტიეპილეფსიურ და ფსიქოტროპულ პრეპარატს. თერაპიული ეფექტის მისაღწევად და გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად კარბამაზეპინის კონცენტრაცია სისხლში რეგულარულ მონიტორინგს და თერაპიული დოზის ფარგლებში შენარჩუნებას საჭიროებს.
კარბამაზეპინი ბლოკავს ჰიპერაქტიური ნერვული უჯრედების მემბრანულ ნატრიუმის არხებს, ამცირებს აგზნებადი ნეიროტრანსმიტერების (გლუტამატის, ასპარტატის) ეფექტს, აძლიერებს ინჰიბიტორულ (GABAergic) პროცესებს და ურთიერთქმედებას ადენოზინის ცენტრალურ რეცეპტორებთან.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ის შეიწოვება ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად, საკვები არ ახდენს გავლენას მისი შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე. ერთჯერადი პერორალური მიღებისას, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 12 საათის შემდეგ. აღწევს ნერწყვში, ცერებროსპინალურ სითხეში, დედის რძეში და გაივლის პლაცენტარულ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით. კარბამაზეპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილის ორგანიზმში შეადგენს 14-65 საათს (ხანგრძლივი გამოყენებისას – 8-29 სთ), ხოლო ბავშვებში – 8-19 საათს. პრეპარატის 70% გამოიყოფა თირკმლებით და 30% ნაწლავებით. ბავშვების შემთხვევაში კარბამაზეპინის გამოყოფა დაჩქარებულია.
კარბამაზეპინის გარკვეული კონცენტრაციის შენარჩუნების სირთულეები დაკავშირებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებთან – საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პრეპარატის შეწოვის დონესთან, ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობასთან, სისხლში ცილის შემცველობასთან (იკავშირებს მედიკამენტებს).
კარბამაზეპინის დოზები და მისი მიღების წესი განისაზღვრება და რეგულირდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.
სისხლში კარბამაზეპინის შემცველობის ლაბორატორიული კონტროლის წყალობით, შესაძლებელია პრეპარატის კონცენტრაციის შენარჩუნება თერაპიულ ფანჯარაში, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი მისი გამოყენებისგან და თავიდან აიცილოთ დოზის გადაჭარბება და გვერდითი მოვლენები.
სისხლში კარბამაზეპინი განისაზღვრება შემდეგ შემთხვევებში:
ტესტი ინიშნება მაშინ, როდესაც სახეზეა გვერდითი მოვლენები ან გართულებები. გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი დოზის მიღებისას, მაგრამ დაკავშირებულია უფრო მაღალ კონცენტრაციებთან, მოიცავს:
სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:
კარბამაზეპინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დისფუნქცია, ნატრიუმის დაბალი დონე, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება ან ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მატება. ზოგიერთ შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების სიმძიმის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტის გამოყენება.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ რა დროს არის რეკომენდებული ტესტის ჩატარება, რადგან ხშირად, ტესტირებისთვის რეკომენდებული დრო ემთხვევა დროს, როდესაც სისხლში კარბაზეპინის დონე დაბალია (შემდეგი დოზის მიღებამდე).
ვენური სისხლი
ადამიანთა უმეტესობის შემთხვევაში, ორგანიზმი პრეპარატს თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში უპასუხებს ზედმეტი გვერდითი ეფექტების გარეშე; თუმცა, ორგანიზმის პასუხი ინდივიდუალურია. ზოგიერთი ადამიანი განიცდის კრუნჩხვებს, განწყობის ცვალებადობას ან სხვა გვერდით მოვლენებს თერაპიული დიაპაზონის ქვედა დონეზე, ხოლო ზოგიერთ ადამიანს უვლინდება გადაჭარბებული გვერდითი ეფექტები თერაპიული დიაპაზონის ზედა დონეზე.
სისხლში კარბამაზეპინის მომატებული დონე მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტი ღებულობს მედიკამენტის გადაჭარბებულ დოზებს ან მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტი, კარბამაზეპინთან ერთად იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მის კონცენტრაციაზე.
ზოგადად, თუ კარბამაზეპინის ტესტის შედეგები თერაპიულ დიაპაზონშია და პირს არ აღენიშნება განმეორებითი კრუნჩხვები, განწყობის ცვალებადობა ან ნევრალგია და არ აქვს მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, მაშინ კარბამაზეპინის დოზა ითვლება ადექვატურად.
რესურსები
https://spravochnik.synevo.ua/ru/lekarstvenniy-monitoring/carbamazepine.html
https://www.synevo.ro/shop/carbamazepina/
https://www.testing.com/tests/carbamazepine/
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია