
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾140.00
ფეკალური კალპროტექტინი კალციუმთან და თუთიასთან ბმული ცილაა. მისი 60% გვხვდება ნეიტროფილების ციტოზოლში. ნაკლებად – მონოციტებში და მაკროფაგებში. გარკვეული ოდენობით კალპროტექტინი გვხვდება სისხლის პლაზმაში, შარდში, თავ-ზურგტვინის სითხეში, ფეკალებში, ნერწყვში და სინოვიურ სითხეებში. კალპროტექტინი მონაწილეობს არაერთ ფიზიოლოგიურ პროცესში, მათ შორის: უჯრედების დიფერენციაციაში, იმუნურ რეგულაციაში, სიმსივნურ აპოპტოზსა და ანთებით პროცესებში. ის წარმოადგენს ანთების მწვავე პროცესის პოზიტიურ ცილას. ის აინიცირებს უჯრედების რეცეპტორების ექსპრესიას რომლებიც მონაწილეობენ ნეიტროფილების მიგრაციაში, ადჰეზიასა და ფაგოციტოზში. ამგვარად მონაწილეობს იმუნურ პასუხში, როგორც დაზიანებასთან დაკავშირებული ცილა.
ფეკალებში კალპროტექტინის აღმოჩენა მიუთუთებს ნეიტროფილების მიგრაციაზე გასტროენტეროლოგიურ ტრაქტში, ანთებითი პროცესის შედეგად. ფეკალური კალპროტექტინი პირდაპირ კავშირშია კუჭნაწლავის ანთებით პროცესებთან და მიჩნეულია გასტროინტესტინური ტრაქტის ანთებითი პროცესების მარკერად.
ზოგიერთი პათოგენი იწვევს ინფექციურ ან ანთებით პროცესებს ნაწლავის ლორწოვანში, რასაც მოსდევს მისი განვლადობის მომატება და გრანულოციტებისა და მონოციტების მიგრაცია ნაწლავის მიმართულებით. გარდა ამისა, ნაწლავის სანათურში არსებული ბაქტერიული ფლორა ასტიმულირებს კალპროტექტინის და მსგავსი მედიატორების გამოთავისუფლებას გრანულოციტებიდან და მონოციტებიდან, რაც ზრდის კალპროტექტინის კონცენტრაციას ნაწლავის სანათურში.
ფეკალური კალპროტექტინი ძალიან მაღალსენსიტიური ბიომარკერია ისეთი პათოლოგიების დიფერენცირებისთვის როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადებები და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ის აქტიურად გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების მიმდინარეობის მონიტორინგის, რეციდივებისა და რემისიის მდგომარეობის და პოსტოპერაციული შეფასებისთვის.
ფეკალური კალპროტექტინი მეტად მდგრადია როგორც პანკრეასის და ნაწლავის პროტეაზების (ფერმენტების), ისე ბაქტერიული გავლენით დეგრადაციის მიმართ. მაღალი სპეციფიურობის გამო, შრატის კალპროტექტინთან შედარებით, ფეკალური კალპროტექტინის განსაზღვრა უპირატესია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკაში. ის ერთერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ნაწლავის ორგანული (ანთებითი დაავადება) და ფუნქციური (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პათოლოგიების დიფერენცირებისთვის, რომელთა სიმპტომები და კლინიკური სურათი ხშირად პრაქტიულად იდენტურია.
მიუხედავად მაღალი სენსიტიურობისა, კალპროტექტინი არ წარმოადგენს გასტროინტესტინური ტრაქტის ანთებითი დაავადებების სპეციფიურ მარკერს, რადგან ის აღმოჩენილია ასევე ავთვისებიანი პროცესების, პოლიპოზის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების ეფექტისას და სხვა.
საკვლევი მასალა: განავალი
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |