ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾72.00
C1 ესთერაზას ინჰიბიტორი (C1-INH) მაღალგლიკოზირებული პოლიმორფული პროტეინია (ცილაა), რომელიც განეკუთვნება სერინ-პროტეასების ოჯახს, ანუ სერპინებს. პოლიპეპტიდური ჯაჭვი შეიცავს 478 ამინომჟავას და მოლეკულური წონა შეადგენს 105 კილოდალტონს.
C1 ესთერაზას ინჰიბიტორი წარმოადგენს აქტივირებული კოაგულაციის მე-12 ფაქტორის ინაქტივატორს. ასევე აინჰიბირებს პლაზმინს, კოაგულაციის მე-11 ფაქტორს და კალიკრეინს. ის ასევე წარმოადგენს კომპლემენტის კომპონენტების – C1r და C1s ინჰიბიტორს.
მეორესმხრივ, C1-INH მწვავე ფაზის რეაქტანტი ცილაა, მისი პროდუქცია სტიმულირდება ინტერლეიკინ-6, interleukin-6, ინტერფერონ-α და ინტერფერონ -γ მეშვეობით.
C1-INH დეფიციტი ზრდის სისხლძარღვის კედლის გამტარობას და იწვევს ანგიოედემას ანუ ანგიონევროზულ შეშუპებას (შეშუპებას სისხლძარღვის გარშემო). ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.
მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება აუტოსომურ დომინანტური პათოლოგიაა. დაავადების 2 ფორმა არსებობს: I ვარიანტის დროს დაქვეითებულია C1 ინჰიბიტორის სინთეზი, ხოლო II ვარიანტის შემთხვევაში – სინთეზდება C1 ინჰიბიტორის ანომალური ფორმა, რის გამოც ქვეითდება მისი აქტივობა.
კლინიკური თვალსაზრისით ამ ორ ფორმას შორის განსხვავება არ არსებობს. დაავდება იწყება ბავშვობაში ან მოზარდობაში – კანქვეშა და/ან ლორწოვანქვეშა შეშუპებებით. შეშუპებული უბანი უმტკივნეულო, არაქავანა, არაკომპრესირებადია (ანუ, ზეწოლის შემთხვევაში არ ქრება). ეპიზოდები თვითლიმიტირებადია – ანუ შეშუპება თავისთავად გაივლის 2-5 დღეში. მისი განვითარების სიხშირე, მდებაროება, ინტენსივობა ცვალებადია. გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად შესწავლილი არ არის.
შეშუპებების განვითარების ჩვეული ლოკაციაა: სახე, კიდურები, გენიტალიები, სასუნთქი და გასტრო-ინტესტინური ტრაქტი. ნაწლავებში ლოკალიზაციისას სიმპტომურად ვლინდება ღებინება, დიარეა. სასუნთ გზებში შეშუპების კერის ლოკალიზაციისას – შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ობსტრუქცია (სასუნთქი გზების დახშობა). ანგიონევროზული შეშუპების მკურნალობა მოიცავს მსუბუქი ანდროგენების ხანგრძლივ მიღებას, რაც ზრდის შრატში C1-INH კონცენტრაციას დაავადების ორივე ფორმის დროს.
აღწერილია ანგიონევროზული შეშუპების შეძენილი ფორმა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ლიმფოპროლიფერაციული, აუტოიმუნური, ნეოპლაზიური დაავადებების დროს.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
რეფერენტული ნორმები: 210 – 390 მგ/ლ
C1 ესთერაზას ინჰიბიტორის დაბალი მაჩვენებელი თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპების I ტიპის დროს გვხვდება. თუმცა, პაციენტთა 15%-ს თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპებით, აღენიშნება ცილის მომატებული რაოდენობა. ასევე დაბალია მაჩვენებელი შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების დროს.
ბავშვებში C1 ესთერაზას ინჰიბიტორის ნორმული მაჩვენებელი, 6 თვემდე განსხვავებულია მოზრდილთა მაჩვენებლისგან.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |