
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾43.00 Original price was: ₾43.00.₾38.70Current price is: ₾38.70.
C-პეპტიდი არის ენდოგენურად წარმოებული პროინსულინის სტაბილური ფრაგმენტი, რომელიც მისგან „მოიკვეთება“ ინსულინის წარმოქმნის დროს. იგი შედგება 31 ამინომჟავას ნარჩენებისგან, მოთავსებულია პროინსულინის ალფა და ბეტა ჯაჭვებს შორის და ბიოლოგიურად არააქტიურია. მას შემდეგ რაც ინსულინის მოლეკულა სინთეზირდება პანკრეასის ბეტა უჯრედებში, C-პეპტიდი ინსულინთან ერთად სისხლში გამოიყოფა. C-პეპტიდის მოცილებამდე ინსულინი არააქტიურია, ეს კი საშუალებას აძლევს პანკრეასს შეინახოს ინსულინი პროჰორმონის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სეკრეციის დროს წარმოქმნილი C-პეპტიდისა და ინსულინის მოლეკულების რაოდენობა ერთნაირია, C-პეპტიდის ექვიმოლური კონცენტრაცია სისხლში დაახლოებით 5-ჯერ აღემატება ინსულინის მოლარულ კონცენტრაციას, რაც დაკავშირებულია სისხლიდან მათი ელიმინაციის განსხვავებულ სიჩქარესთან.
C-პეპტიდის კონცენტრაცია მცირდება:
C-პეპტიდის დონის განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ინსულინის სეკრეციის დონე. C-პეპტიდის განსაზღვრას აქვს მთელი რიგი უპირატესობები ინსულინის განსაზღვრასთან შედარებით: სისხლში C-პეპტიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია ინსულინთან შედარებით, ამიტომ C-პეპტიდის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია, ვიდრე ინსულინის კონცენტრაცია. C-პეპტიდის განსაზღვრა შესაძლებელს ხდის ინსულინის სეკრეციის შეფასებას ეგზოგენური ინსულინის მიღების დროსაც კი, ასევე ინსულინის მიმართ აუტოანტისხეულების არსებობისას, რაც მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების გამოკვლევისას.
C-პეპტიდის დონე იცვლება ენდოგენური ინსულინის კონცენტრაციის ცვლილებების შესაბამისად. ამ მაჩვენებლების თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების ფონზე, რადგან ინსულინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, ხოლო C-პეპტიდის მეტაბოლიზმი და ექსკრეცია ხორციელდება თირკმლებით. შესაბამისად ამ ინდიკატორის განსაზღვრა შეიძლება იყოს მთავარი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, სისხლში ინსულინის კონცენტრაციის ცვლილებების ადექვატური ინტერპრეტაციისთვის.
C-პეპტიდის დონის მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებში ინსულინომას ქირურგიული მკურნალობის შემდეგ; სისხლში C-პეპტიდის გაზრდილი დონე მიუთითებს მეტასტაზებზე ან სიმსივნის რეციდივზე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |