
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾132.00 Original price was: ₾132.00.₾95.00Current price is: ₾95.00.
ძვლოვანი მარკერების პროფილი იკვლევს ძვლოვანი სტრუქტურების მეტაბოლურ პროცესებს. ძვლის მარკერების მაჩვენებლები ასახავს ძვალში მიმდინარე პროცესებს
ძვლოვანი მარკერების პროფილი მოიცავს შემდეგი პარამეტრების კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
კალციუმი (Ca) არის ძვლების ძირითადი მინერალური კომპონენტი. ორგანიზმის კალციუმის 99% ძვლებსა და კბილებშია, რაც შრატში კალციუმის დონის შესანარჩუნებლად უზარმაზარი რეზერვუარია, დანარჩენი კი ბიოლოგიურ სითხეებსა და რბილ ქსოვილებში ნაწილდება. კალციუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლების ასაშენებლად და შესანარჩუნებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში. კალციუმი სხვა მინერალებთან ერთად წარმოქმნის მყარ კრისტალებს, რაც აძლევს ძვლებს სიმტკიცეს და სტრუქტურას.
შრატში კალციუმის არანორმალური დონე შეიძლება მიუთითებდეს პარათირეოიდულ დისფუნქციაზე, ძვლების დაავადებაზე, კარცინომაზე, არასრულფასოვან კვებაზე, მალაბსორბციის სინდრომზე, D ვიტამინის დეფიციტსა და თირკმლების დაავადებაზე.
ვიტამინი D ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდია, რომელიც სინთეზირდება პროვიტამინებისგან, მზის სხივების ზემოქმედების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი D ვიტამინებია – ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). ჩონჩხის შემადგენელი ყველა უჯრედი – ქონდროციტები, ოსტეობლასტები და ოსტეოკლასტები – შეიცავს როგორც D ვიტამინის რეცეპტორს, ასევე ფერმენტს – CYP27B1, რომელიც აუცილებელია D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტის წარმოებისთვის.
D ვიტამინს აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია თქვენს ორგანიზმში. ის მონაწილეობს თქვენი ძვლების სიძლიერის შენარჩუნებაში და ეხმარება თქვენს ორგანიზმს ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მინერალების – კალციუმის და ფოსფორის ათვისებაში. იგი კრიტიკულ როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში. მისი ნაკლებობა იწვევს რაქიტს და ოსტეომალაციას. თქვენ შეიძლება მიიღოთ ბევრი კალციუმი, მაგრამ თუ არ გაქვთ საკმარისი ვიტამინი D, კალციუმი ეფექტურად არ შეიწოვება თქვენი სხეულის მიერ. D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას.
ფოსფორი მეორე ყველაზე გავრცელებული მინერალია ადამიანის ორგანიზმში კალციუმის შემდეგ. იგი წარმოადგენს სხეულის წონის 1%-ს, რაც ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 600-700გ ფოსფორია. ყველაზე დიდი რაოდენობით ფოსფორი გვხვდება ჩონჩხის ძვლებში (85% ჰიდროქსიაპატიტის სახით), დანარჩენი ნაწილი – კუნთებში, ნერვებსა და სისხლში.
ფოსფორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირებაში, ასევე ჩონჩხის სიძლიერის შენარჩუნებაში. იგი მოქმედებს კალციუმთან ერთად, რაც ხელს უწყობს ძვლების აშენებას. ძვლების ჯანმრთელობისთვის საჭიროა კალციუმის და ფოსფორის სწორი რაოდენობა.
თქვენი ორგანიზმი ნაკლებ ფოსფორს შთანთქავს, როდესაც კალციუმის დონე ძალიან მაღალია და პირიქით. ფოსფორის სწორად ათვისებისთვის საჭიროა ასევე D ვიტამინი.
ძვლის ტუტე ფოსფატაზა (BAP) არის ტუტე ფოსფატაზას, ძვლის სპეციფიური იზოფორმა. ის წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც გვხვდება ოსტეობლასტების ზედაპირზე, BAP ასახავს ამ ძვლის წარმომქმნელი უჯრედების ბიოსინთეზურ აქტივობას. ნაჩვენებია, რომ BAP არის ძვლის მეტაბოლიზმის მგრძნობიარე და საიმედო მაჩვენებელი. ის არის მთლიანი ჩონჩხის ძვლის წარმოქმნის სიჩქარის მაჩვენებელი. ოსტეოპოროზის მქონე ადამიანებს აქვთ BAP-ის დონე, რომელიც სამჯერ აღემატება ნორმალურ მაჩვენებელს.
ოსტეოპოროზი არის ძვლის მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის დაბალი მასით და ძვლის პათოლოგიური მიკროარქიტექტურით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი კლინიკური მდგომარეობით, მათ შორის: მაღალი ძვლოვანი ცვლის მდგომარეობა, ენდოკრინული დარღვევები (პირველადი და მეორეული ჰიპერპარათირეოზი და თირეოტოქსიკოზი), ოსტეომალაცია, თირკმლის უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპია, მრავლობითი მიელომა და ძვლებში მეტასტაზური კიბო.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ტესტისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა.
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://www.nuffieldhealth.com/tests-scans/bone-profile-blood-test
https://www.webmd.com/osteoporosis/features/know-your-osteoporosis-blood-test-markers
https://healthybonesaustralia.org.au/your-bone-health/calcium/
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3688475/
https://www.healthline.com/health/how-your-body-uses-phosphorus#phosphates
https://www.mayocliniclabs.com/test-catalog/Overview/82985#Clinical-and-Interpretive
https://healthybonesaustralia.org.au/your-bone-health/calcium/