ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00 Original price was: ₾50.00.₾45.00Current price is: ₾45.00.
ბარბიტურატები ბარბიტურმჟავას წარმოებული სედატიური მოქმედების, ჰიპნოტური ნივთიერებებია, რომლებიც თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. მოქმედების დროის მიხედვით ამ ჯგუფს ყოფენ ძალიან ხანმოკლე, ხანმოკლე, საშუალო ხანგრძლივობის და ხანგრძლივი მოქმედების ბარბიტურატებად.
მედიკამენტების ეს ჯგუფი ხასიათდება ანტიეპილეფსიური, შფოთვის მომხსნელი და საძილე მოქმედებითაც.
ბარბიტურატები ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლის ნაკადში. მათი კონცენტრაცია და განაწილება ქსოვილებში, დამოკიდებულია ცხიმში ხსნადობის ხარისხზე და ცილებთან შეკავშირების უნარზე.
ბარბიტურატების უმეტესობა მეტაბოლიზდება ღვიძლში გვერდითი ჯაჭვის ოქსიდაციის, აზოტოვანი დეალკილირების და/ან თიობარბიტურატის დესულფურიზაციის მეშვეობით.
ღვიძლში მიმდინარე მეტაბოლიზმის ხარისხი დამოკიდებულია მედიკამენტის ტიპზე: სეკობარბიტალი განიცდის ინტენსიურ ოქსიდაციას ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტებად, ხოლო ბარბიტალი და ფენობარბიტალი კი უცვლელად გამოიყოფა შარდში.
ბარბიტურატების ჭარბი მოხმარება იწვევს მოძრაობის კოორდინაციის, აღქმის, აზროვნების პროცესების დარღვევას, ეიფორიას, ცნობიერების ცვლილებებს, სტუპორს და კომას. ბარბიტურატების კომბინირება ალკოჰოლთან, ოპიატებთან და ცნს-ის სხვა დეპრესანტებთან სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს.
საკვლევი მასალა: შარდი
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
პოზიტიური მაჩვენებელი მიუთითებს შარდში აღნიშნული ნივთიერების არსებობაზე
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |