Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)

ცნობილი როგორც:aspartate aminotransferase (AST)
SKU: 1046

13.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

AST – ასპარტატამინოტრანსფერაზა არის ფერმენტი, რომელიც მიეკუთვნება ტრანსამინაზების ჯგუფს. იგი ჩვეულებრივ გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და შემდგომი დაკვირვებისთვის, განსაკუთრებით ჰეპატოციტების ნეკროზის მქონე პაციენტებში.

თუმცა, განსხვავებით ალანინამინოტრანსფერაზასგან (ALT), რომლის უდიდესი ნაწილი გვხვდება ღვიძლში, AST შეიძლება აღმოჩნდეს სხეულის სხვა ადგილებშიც – გულის და ჩონჩხის კუნთებში, თირკმლებში, პანკრეასში, ტვინის ქსოვილსა და ელენთაში. ეს ხდის მას ღვიძლის ფუნქციის ნაკლებად სპეციფიკურ ინდიკატორად, ALT-თან ან სხვა მაჩვენებლებთან შედარებით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • პროფილაქტიკის მიზნით: AST ტესტი შეიძლება იყოს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი შეფასების ნაწილი, მაგალითად, ნაწილი „პროფილაქტიკური გამოკვლევების პროფილისა“;
  • დაავადების მიმდინარეობის დიაგნოსტიკისა და პროგნოზირებისთვის ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევის დროს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის, ვირუსული ჰეპატიტის, მოწამვლის და სხვათა გამო;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • ქოლესტაზი და ქოლელითიაზი;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • იშვიათი დაავადებები, როგორიცაა კუნთოვანი დისტროფია, დერმატომიოზიტი და სხვა.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ AST ტესტი თქვენი მხრიდან არასპეციფიკური ჩივილებისთვის როგორიცაა:

  • დაღლილობა;
  • ტონუსის დაქვეითება;
  • სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
  • კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე. (როდესაც შეამჩნევთ კანის ფერის ცვლილებას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!).

AST კვლევის შედეგები ყოველთვის პირდაპირ კავშირშია სხვა ინდიკატორებთან, როგორიცაა ALT, GGT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, ალბუმინი, INR და სხვა. მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ ტესტების პანელის საერთო შეფასება და ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს რელევანტური კონკრეტული დაავადების დიაგნოსტიკისას.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

AST იზრდება:

  • ყველაზე მაღალი მნიშვნელობები (10-100-ჯერ აღემატება ნორმალურ მაჩვენებლებს) გვხვდება ღვიძლის ფართო ნეკროზის, ვირუსული ჰეპატიტის, ტოქსიკური ჰეპატიტის და ნახშირბადის ტეტრაქლორიდით მოწამვლისას;
  • AST მნიშვნელობები – 1000-9000 ე/ლ, რომელიც მცირდება 50%-მდე მომდევნო 3 დღის განმავლობაში, მიუთითებს ღვიძლის შოკზე ცენტროლობულარული ნეკროზით (გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები, სეფსისი, სისხლჩაქცევები);
  • უეცარი მატება შეიძლება მოხდეს მწვავე ფულმინანტური ვირუსული ჰეპატიტის დროსაც (იშვიათად > 4000 ე/ლ);
  • სწრაფი ზრდა და შემცირება მიუთითებს ექსტრაჰეპატურ ბილიარულ ობსტრუქციაზე;
  • შესამჩნევი მატება (3000 ე/ლ-ზე მეტი) შეიძლება აღინიშნოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, სეპტიური მდგომარეობის, გულის ჩარევის დროს;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ფერმენტის გამოყოფა უჯრედებიდან ხდება პროცესის დაწყებიდან 6-12 საათის შემდეგ, ზრდის ხარისხი იშვიათად პროპორციულია დაზიანების სიდიდისა; მაქსიმალური მნიშვნელობები მიიღება 48 საათში, რის შემდეგაც ის ნორმას უბრუნდება 3-5 დღეში;
  • საგრძნობლად მაღალი მნიშვნელობები აღინიშნება ღვიძლის ტრავმის, ღვიძლის მეტასტაზების და რაბდომიოლიზის შემთხვევაში;
  • უფრო დაბალი მნიშვნელობები ვლინდება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ქრონიკული დაავადების (ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ციროზი), ალკოჰოლური ჰეპატიტის მსუბუქი ფორმების დროს, მაგრამ იშვიათად აღემატება 300 ე/ლ (ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებების, ციროზის დროს: AST>ALT);
  • ინფექციური მონონუკლეოზის დროს AST დონის მატება პროპორციულია ღვიძლის დაზიანების;
  • ოპიატების შეყვანა სანაღვლე გზების დარღვევის მქონე პაციენტებში (2,5-65-ჯერ იზრდება).

AST მცირდება:

  • აზოტემია;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • ხანგრძლივი დიალიზი;
  • პირიდოქსალ ფოსფატის (B6 ვიტამინი) ქრონიკული დეფიციტი (არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლის მოხმარება).

 

დამატებითი ინფორმაცია

 

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button