ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

აპოლიპოროტეინი E გენოტიპირება / Apolipoprotein E Genotiping

ცნობილი როგორც:აპოლიპოროტეინი E გენოტიპირება / Apolipoprotein E Genotiping
SKU: 9051

680.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

 

აპოლიპოპროტეინი E (ApoE) 299 ამინომჟავის შემცველი გლიკოპროტეინია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ლიპიდების მეტაბოლიზმში. ძირითადად სინთეზდება ღვიძლსა და თავის ტვინში, თუმცა აღმოჩენილია თირკმელსა და ელენთაშიც. ნერვული სისტემის გლიური უჯრედები – ასტროციტები და მიკროგლიოციტები არის აპოლიპოპროტეინი E (ApoE)  მთავარი წყარო. ნეირონები ექსპრესირებს უპირატესად (ApoE) რეცეპტორებს.

 

 

ApoE უკავშირდება პლაზმის  ლიპოპროტეინებს: ქილომიკრონებს, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (VLDL), მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL) და მონაწილეობს მათი ნაშთების კლირენსში. სისხლის ჭარბი ქოლესტეროლის მოცილება ხდება ღვიძლის  უჯრედების ზედაპირულ რეცეპტორებზე ტრანსპორტირებით.  სისხლში ქოლესტეროლის ნორმალური დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია გულის კორონარული დაავადებისა და ინსულტის პრევენციისთვის. ApoE ასევე მონაწილეობს ნაწლავიდან ქოლესტეროლის შეწოვაში.

 

 

APOE გენი მე-19 ქრომოსომის გრძელ მხარზეა განლაგებული და წარმოდგენილია 3 ალელიანი პოლიმორფიზმით ε2, ε3 and ε4, რასაც 6 განსხვავებული გენოტიპის ჩამოყალიბება შეუძლია (ε2/ε2, ε2/ε3, ε2/ε4, ε3/ε3, ε3/ε4 and ε4/ε4). აღნიშნული 3 ალელი მონაწილეობს აპოლიპოპროტეინი E სამი იზოფორმის E2, E3 და E4  კოდირებაში. აღნიშნული იზოფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება 112-ე  და 158-ე პოზიციებში ამინომჟავების განლაგებით.

 

 

თეთრი რასის წარმომადგენლებში ყველაზე ხშირი ვარიანტია ამინომჟავა ცისტეინი ​​(Cys)  112-ე პოზიციაში და ამინომჟავა არგინინი (Arg) 158-ე პოზიციაში.

E2 და E4 აპოლიპოპროტეინები, E3-ისგან განსხვავდება ერთი ამინომჟავის ჩანაცვლებით 112 და 158 პოზიციებში: E2: Arg158→Cys; E4: Cys112→Arg.

ε2, ε3 და  ε4 ალელების სიხშირე თეთრი რასის წარმომადგენლებში შემდეგნაირია:

– ε2 = 8 – 12%

– ε3 = 74 – 78%

– ε4 = 14 – 15%

 

APOE გენოტიპი გავლენას ახდენს ღვიძლის უჯრედების მიერ ლიპოპროტეინების შთანთქმის და ასევე ქილომიკრონების, VLDL და HDL დაშლის უნარზე.

კვლევებით დადგენილია, რომ  ε3 ალელი უზრუნველყოფს ლიპიდების “ნორმალურ” მეტაბოლიზმს; ε4 ალელის არსებობა კავშირშია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების LDL კონცენტრაციის ზრდასთან, ხოლო ε2 ალელი – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების LDL კონცენტრაციის დაქვეითებასთან.

კვლევების თანახმად ε4 ალელი განაპირობებს კორონარული დაავადებების რისკის ზრდას, განსაკუთრებით მამრობით ინდივიდებში. ε2 და  ε4 ალელების კომბინაცია კი – პლაზმის ტრიგლიცერიდების მაღალ კონცენტრაციას.

 

APOE გენოტიპის ცოდნა პერსონალიზებული თერაპიული  ჩარევის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. APOE გენის ε4 ალელის მატარებლებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების მეტი რისკი აქვთ.

 

როდის ტარდება  ApoE გენოტიპირება?

კარდიო-ვასკულური რისკის შეფასება

პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვა

ტიპი 3 ჰიპერლიპოპროტეინემიის დიაგნოსტიკა

დემენციის მქონე პაციენტებში ალცჰეიმერის რისკის შეფასება

 

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

ტესტის შედეგები განხილულ უნდა იქნეს პაციენტის კლინიკურ-ანამნეზურ მონაცემებთან ერთად.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button