ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾130.00
მიტოქონდრია ორმემბრანიანი, წაგრძელებული ფორმის ორგანელაა, რომელიც მოთავსებულია უჯრედის ციტოპლაზმაში და მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესში, რომელიც აუცილებელია უჯრედის ფუნქციონირებისათვის.
აღწერილია 9 ტიპის მიტოქონდრიული აუტოანტისხეული, რომლებიც ვითარდება მიტოქონდრიული ანტიგენების M1,M2,M3, M4, M5, M6, M7, M8, M9 მიმართ. აღნიშნული ანტიგენები (გლიკოპროტეინები) განლაგებულია მიტოქონდრიის შიდა ან გარე მემბრანაზე და თითოეული მათგანი ხასიათდება მკაფიო ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებით.
თითოეული მიტოქონდრიული აუტოანტისხეულები (AMA) ასოცირებულია დარღვევების ამა თუ იმ ტიპთან, მაგ.: M1,M5,M7 – ასოცირებულია არაჰეპატურ დაავადებებთან, როგორებიცაა
ანტი-M1 –სიფილისი
ანტი-M5 – დაუზუსტებელი კოლაგენოზები
ანტი-M7 – გულის ზოგიერთი დაავადება
ღვიძლის პათოლოგიებთან და მედიკამენტებით გამოწვეულ ჰეპატოპათიებთან დაკავშირებული მიტოქონდრიული აუტოანტისხეულებია M3 და M6
ანტი-M3 – ფენოპირაზონით (საშარდე გზებზე მოქმედი ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება) ინდუცირებული ფსევდო-მგლურას სინდრომი
ანტი-M6 – იპრონიაზიდით (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი, ანტიდეპრესანტი) გამოწვეული ჰეპატიტი
ანტი-M2, ანტი-M4, ანტი-M8 და ანტი-M9 დაკავშირებულია პირველად ბილიარულ ქოლანგიტთან. აღნიშნული დიაგნოზით პაციენტთა 96% ანტი-M2 პოზიტიურია. ანტი-M4 და ანტი-M8 ანტისხეულები დაავადების მიმდინარეობის სიმწვავესთანაა კორელაციაში. ანტი-M9 აუტო-ანტისხეულები პირველადი ბილიარული ციროზის საწყისი ეტაპისთვისაა დამახასიათებელი.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
ნორმაში, მიტოქონდრიული ანტიგენების მიმართ ანტისხეულების მაჩვენებელი ნეგატიურია. კვლევის პოზიტიური ამჩვენებელი უხშირესად ასოცირებულია პირველად ბილიარულ ციროზთან, მგლურასთან, რევმატოიდულ ართრიტთან, კონკრეტული ტიპის კარდიომიოპათიებთან და ა.შ.
კვლევის პოზიტიური შედეგების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია