ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (Anti TG)

ცნობილი როგორც:ანტი-TG
SKU: 1002

Original price was: ₾39.00.Current price is: ₾35.10.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (ანტი-TG) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წინამორბედი ცილის – თირეოგლობულინის (TG) საწინააღმდეგოდ გამომუშავდება.

თირეოგლობულინი (TG) ნორმალურ პირობებში არ გამოიყოფა სისხლის მიმოქცევაში. TG-ის გადასვლამ სისხლში სხვადასხვა პათოლოგიის (ანთება, სისხლდენა და ა.შ) დროს, შეიძლება გამოიწვიოს მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა.

თირეოგლობულინის ანტისხეულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, მაგალითად: ჰაშიმოტოს დაავადება, ატროფიული აუტოიმუნური თირეოიდიტი, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე პაციენტებში, მკურნალობის დროს ანტისხეულების დონე ჩვეულებრივ მცირდება, მაგრამ არიან პაციენტები, რომლებშიც ანტისხეულები ნარჩუნდება და ტალღისებურად შეიძლება შემცირდეს 2-3 წლის განმავლობაში.

სისხლში ანტისხეულების დონე უფრო მეტად კორელირებს თირეო-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მაჩვენებლებთან, ვიდრე თირეოგლობულინის კონცენტრაციასთან.

ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების გამოსავლენად ანტი-TG-ის განსაზღვრა განსაკუთრებით გამართლებულია იოდ-დეფიციტურ რეგიონებში. ანტისხეულების მაღალი დონის მქონე დედების ბავშვებს სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება განუვითარდეთ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები, რაც მოითხოვს ამ ბავშვების ჩართვას მაღალი რისკის ჯგუფში.

ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ გამოვლენილია აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებულთა 30–50% -ში და გრეივსის სინდრომით დაავადებულთა 30–49%-ში, აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის არააუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტთა 10–15%-ში.

ანტი-TPO ანტისხეულები წარმოადგენენ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური პათოლოგიის უფრო მგრძნობიარე მარკერს, ვიდრე ანტი-TG ანტისხეულები.

როდის ჩავიტაროთ ტესტი თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე?

ანტი-TG ანტისხეულები წარმოადგენენ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანებისა და დიფერენცირებული კიბოს რეციდივის მარკერს.

  • ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის მაღალ-დიფერენცირებული კიბოს აბლაციური თერაპიის შემდეგ რეციდივის გამოვლენა თირეოგლობულინთან ერთად;
  • ამიოდარონის, ინტერფერონის და ლითიუმის პრეპარატების დანიშვნამდე, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების რისკის შეფასება.

თირეოგლობულინისა და  პეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტირება აუცილებელია აუტოიმუნური თირეოიდიტის – ჰაშიმოტოს დაავადების – დიაგნოსტიკისათვის.

ჩატარებული დიაგნოსტიკური ტესტების მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს ანტი-TG-ის და ანტი-TPO-ს ერთდროული ტესტირებით და დამატებით, ანტისხეულების აღმოჩენით TSH რეცეპტორების მიმართ.

უნდა გვახსოვდეს, რომ უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების არსებობას.

ანტი-TG ანტისხეულები შეიძლება ასევე შეგვხვდეს სხვა აუტოიმუნური დაავადებების დროს, მაგალითად: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და პერნიციოზული ანემია.

ანტი-TG ანტისხეულები შეიძლება მცირე რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ჯანმრთელ პირთა შრატში, განსაკუთრებით ზრდასრულ ქალებში.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველი უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 11 საათამდე).

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

ნორმის საზღვარი: <115 სე/მ

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე იზრდება:

  • აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს დაავადება);
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (გრეივსის დაავადება);
  • იდიოპათიური ჰიპოთირეოზი;
  • დაუნის სინდრომი (სუსტად დადებითი შედეგი);
  • რეციდივი ფარისებრი ჯირკვლის მაღალ-დიფერენცირებული კიბოს აბლაციური თერაპიის შემდეგ.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button