
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾115.00
ანტი-მიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA) არის ორგანო-არასპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც მიმართულია მიტოქონდრიის შიდა მემბრანაში არსებულ ლიპოპროტეინების წინააღმდეგ.
ანტი-მიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA) წარმოადგენს სეროლოგიურ მარკერს პირველადი ბილიარული ციროზისთვის (გავრცელება 90–96%).
პირველადი ბილიარული ციროზი) არის ქრონიკული ღვიძლის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ნაღვლის მცირე სადინრების პროგრესულ დაზიანებას.
განვითარებული იმუნური რეაქცია აზიანებს სადინრების ეპითელურ უჯრედებს (ეპითელური უჯრედების მიტოქონდრიების სტრუქტურების მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულებით).
კლინიკურად ვითარდება ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება), ჰეპატიტი (ღვიძლის ქსოვილის ანთება) და ფიბროზული (შემაერთებელქსოვილოვანი) დეგენერაცია – საბოლოოდ ციროზის განვითარებით.
დაავადება უმეტესად გვხვდება ქალებში და აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა.
მიტოქონდრიული ანტიგენები, რომლებსაც ანტი-მიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA) ამოიცნობს, დაყოფილია 9 ქვეტიპად (M1–M9), სადაც M2 არის ის ქვეტიპი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაკავშირებული პირველადი ბილიარული ციროზთან (პაციენტების 99%).
ანტიმიტოქონდრიული ანტიგენების კლასებია:
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია M2, რადგან იგი თითქმის ყველა შემთხვევაში (≈95–99%) გვხვდება პირველადი ბილიარული ციროზის დროს და მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მარკერია.
პაციენტის მომზადება
კვლევა ტარდება როგორც უზმოდ, ისე კვების შემდეგ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
მეთოდი: ELISA
კვლევა ადგენს ანტიმიტოქონდრიულ IgG ანტისხეულებს
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
ნორმაში, მიტოქონდრიული ანტიგენების მიმართ ანტისხეულების მაჩვენებელი ნეგატიურია. კვლევის პოზიტიური ამჩვენებელი უხშირესად ასოცირებულია პირველად ბილიარულ ციროზთან, მგლურასთან, რევმატოიდულ ართრიტთან, კონკრეტული ტიპის კარდიომიოპათიებთან და ა.შ.
კვლევის პოზიტიური შედეგების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად.
სხვა მდგომარეობები, სადაც AMA შეიძლება გამოვლინდეს (ნაკლებად სპეციფიკური)
კვლევით მიღებული ორაზროვანი პასუხი მოითხოვს ტესტის განმეორებით ჩატარებას 2-3 კვირაში.
ბილიარული ციროზით პაციენტების უმცირეს რაოდენობას შესაძლოა არ აღმოაჩნდეს ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA)
ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA) შესაძლოა ზოგჯერ გამოვლინდეს ღვიძლის სხვა დაავადებებშიც:
ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA) ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს სხვა პათოლოგიების დროსაც:
AMA-M2 ანტისხეულები
ძირითადი გამოყენება: პირველადი ბილიარული ქოლანგიტის დიაგნოზის დასადასტურებლად
ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური მარკერია (~95–99%)
AMA-M2-3E ანტისხეულები
გამოყენება: პირველადი ბილიარული ქოლანგიტის დიაგნოზის დასადასტურებლად. უფრო მგრძნობიარე მარკერია ადრეულ სტადიებში
გამოიყენება: როცა M2 საეჭვოა ან უარყოფითია, მაგრამ კლინიკა შეესაბამება
AMA-M4 ანტისხეულები
გამოყენება: პირველადი ბილიარული ქოლანგიტი+აუტოიმუნური ჰეპატიტი (overlap ანუ სიმპტომების გადაფარვის სინდრომი)
AMA-M7 ანტისხეულები
გამოყენება: აუტოიმუნური ანთებითი პროცესების დიაგნოსტიკა (იშვიათად)
AMA-M9 ანტისხეულები
გამოყენება: პირველადი ბილიარული ქოლანგიიტის ადრეულ სტადიაში
(ზოგჯერ წინ უსწრებს M2 ანტისხეულების განვითარებას)
ასოცირდება უფრო მსუბუქ მიმდინარეობასთან
მოკლე შეჯამება
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |