ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾290.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
მგლურას ანტიკოაგულანტი ერთერთი ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულია, რომლებიც ასევე მოიცავს ანტიკარდიოლიპინურ ანტისხეულებს და ანტი-ბეტა2-გლიკოპროტეინ 1-ის ანტისხეულებს. ფოსფოლიპიდები უჯრედული მემბრანის შემადგენელი კომპლექსებია.
ანტი-მგლურას ანტიკოაგულანტები ჰეტეროგენური ანტისხეულებია IgM და IgG კლასის, რომლებიც მიმართულია უჯრედის მემბრანის ცილოვან-ფოსფოლიპიდური კომპლექსის წინააღმდეგ.
მგლურას ანტიკოაგულანტი ხელს უშლის და ახანგრძლივებს სისხლის შედედების პროცესს, რაც არტერიული და ვენური თრომბოზის რისკს წარმოადგენს და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, შეძენილი თრომბოფილია, ორსულობის შეწტვეტა.
მგლურას ანტიკოაგულანტის არსებობას შესაძლოა ქონდეს გარდამავალი ხასიათი და ასევე არსებობდეს უსიმპტომო პაციენტებშიც. მისი კვლევა აუცილებელია ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობისა და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს.
მგლურას ანტიკოაგულანტით განპირობებული თრომბოზის რისკი ბევრად მაღალია, ვიდრე ანტი-კარდიოლიპინის და ანტი-ბეტა2-გლიკოპროტეინ1-ის ანტისხეულებით. ამ აუტოანტისხეულების განვითარებას შესაძლოა ქონდეს სპონტანური ხასიათი ინფექციების, ზოგიერთი მედიკამენტებით მკურნალობის ან აუტოიმუნური დაავადებების არსებობის ფონზე.
მგლურას ანტიკოაგულანტები ძირითადად M და G კლასის აუტოანტისხეულებია, რომლებიც უკავსირდებიან უარყოფითად დამუხტულ ფოსფოლიპიდის შემბოჭველ ცილებს, პროთრომბინს და ბეტა2-გლიკოპროტეინ 1-ს. მგლურას ანტიკოაგულანტი ახანგრძლივებს კოაგულაციის დროს და საბოლოოდ მივყავართ თრომბის ფორმირებამდე.
როდის ტარდება ტესტი
როდესაც ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზეა ეჭვი, მგლურას ანტიკოაგულანტის ანტისხეულებთან ერთად, ტარდება ბეტა2-გლიკოპროტეინ1 და ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულების კვლევაც.
საკვლევი მასალა
ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები