
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00 Original price was: ₾45.00.₾40.50Current price is: ₾40.50.
კარდიოლიპინის IgG ანტისხეულებიარის აუტოანტისხეულები, რომლებიც მიმართულია კარდიოლიპინისა და მასთან დაკავშირებული ფოსფოლიპიდების წინააღმდეგ. მათი განსაზღვრა გამოიყენება Antiphospholipid Syndrome-ის დიაგნოსტიკასა და თრომბოზების, განმეორებითი მუცლის მოშლისა და ორსულობის სხვა გართულებების რისკის შეფასებაში. კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს კლინიკურ მონაცემებთან და სხვა ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებთან (ანტი-β2 გლიკოპროტეინი I, ლუპუს ანტიკოაგულანტი) ერთად.
კარდიოლიპინი IgG აუტოანტისხეულები, არტერიულ და ვენურ თრომბოზთან ასოცირებული ანტისხეულებია, რომლებიც ახასიათებს პირველად ანტი-ფოსფოლიპიდურ სინდრომს და სისტეურ წითელ მგლურას. (კარდიოლიპინური ანტისხეულები ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, მგლურას ანტიკოაგულანტის აქტივაციის მიზეზია).
ანტი კარდიოლიპინური ანტისხეულები ასევე გვხვდება პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ სისტემური წიტელი მგლურა, მაგრამ აქვთ დაუზუსტებელი არტერიულ-ვენური თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თვითნებური აბორტები.
ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ერთ-ერთი ჯგუფია. ამ ანტისხეულების აღმოჩენამ სათავე დაუდო ახალი დაავადების ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ფორმირებას. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი სიმპტომების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები აღმოჩენილია ზოგიერთი ინფექციების და სიმსივნური დაავადებების დროსაც. ფოსფოლიპიდური სინდრომის დროს, ანტიკარდიოლიპინურ ანტისხეულებთან ხშირად ასოცირებულია B2-გლიკოპროტეინ-1 აუტოანტისხეულები. ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM, IgG და IgA კლასებითაა წარმოდგენილი. IgG ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ანტიკარდიოლიპინები შესაძლოა პოზიიტიური იყოს პაციენტებში, თრომბოზის გამოხატული ნიშნების გარეშეც.
ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულების ტესტი ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
პირველადი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის კვლევისას
სისტემურ წითელ მგლურასტან და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიების თრომბოზული გართულებებისას
ნევროლოგიური პათოლოგიების დროს
ორსულობასთან ასოცირებული თრომბოზების და თვითნებითი აბორტების დროს
აუხსნელი თრომბოციტოპენიის დროს
ტესტი იგზავნება გერმანიაში, სამშაბათობით.
ანტი კარდიოლიპინური ანტისხეულები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის სადიაგნოსტიკო ერთერთი კრიტერიუია. ის აღმოჩენილია სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტთა 30-40%-ში. ორივე შემთხვევაში ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებლები განაპირობებს არტერიული და ვენური თრომბოზებისადმი, სპონტანური აბორტებისადმი და თრომბოციტოპენიისადმი განწყობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ანტისხეულების ტიტრი არაა დაკავშირებული დაავადების მიმდინარეობის სიმწვავესთან. რადგანაც ანტი კარდიოლიპინური ანტისხეულების მომატება შესაძლოა ინფექციურ პროცესებთანაც იყოს დაკავშირებული, ამიტომ რეკომენდებულია კვლევის გამეორება 8-12 კვირაში.
საკვლევი მასალავენური სისხლი
რეკომენდებულია მგლურას ანტიკოაგულანტის კვლევასთან ერთად
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |