ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00
არ არის მარაგში
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ძირითადი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულაციაში – მოცირკულირე სისხლის მოცულობის რეგულაციის გზით.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი (იგივე კინაზა II) ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია, რომელიც უჯრედის მემბრანაშია განლაგებული. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის 90% ქსოვილებთან ბმული სახითაა და მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს პლაზმაში თავისუფლად. ის ძირითადად წარმოიქმნება ფილტვის ენდოთელიუმში.
ფერმენტი მონაწილეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის რეაქციათა კასკადში. ჰიპოვოლემიის (არტერიული წნევის დაქვეითების) საპასუხოდ ჰორმონ ანგიოტენზინ I გარდაქმნის აქტიურ ანგიოტენზინ II-ად, რომელიც ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი აქვს). ამგვარად ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი არაპირდაპირი გზით ზრდის არტერიულ წნევას. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი ასევე აინჰიბირებს (ბლოკავს) ბრადიკინინს (კალიკრეინ-კინინების სისტემა).
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა იზრდება სარკოიდოზის – ფილტვების დაზიანებით მიმდინარე სისტემური გრანულომატოზური დაავადების დროს. სარკოიდოზის დროს ანგიოტენინ გარდამქმნელი ფერმენტი აქტიურად წარმოიქმნება არამარტო ფილტვის ეპითელიუმში, არამედ მაკროფაგებშიც. ტუბერკულოზის ან ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებს, რომელთაც სარკოიდოზის მსგავსი რადიოლოგიური სურათი აქვთ განვითარებული, არ აღენიშნებათ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება, რაც დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა მომატებულია ნეიროსარკოიდოზის მქონე პაციენტების დაახლოებით 55%-ში, სარკოიდოზის მქონე პაციენტების 5%-ში ნევროლოგიური დაზიანების ნიშნების გარეშე, ხოლო სხვა ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების 13%-ში.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის შეფასება ასევე ინფორმატიულია ციტოსტატიკებით (სიმსივნის და სხვა პროცესების საწინააღმდეგო ციტოტოქსიური მედიკამენტები) მკურნალობის ჩატარების შემდეგ.
როდის ტარდება კვლევა?
წინასწარი მომზადება: ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, როგორიცაა აგფ- ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები და შარდმდენები, შეიძლება კვლევის არასწორი შედეგების მიზეზი გახდეს
საკვლევი ნიმუში: თავ-ზურგტვინის სითხე (ლიქვორი)
რეფერენტული საზღვრები:
< 2 ერთ/ლ
შედეგების ინტერპრეტაცია
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის საპასუხოდ დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზზე მიუთითებს.
ჯანმრთელი ზრდასრული პოპულაციის დაახლებით 5% შესაძლოა აღენიშნებოდეს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მატება აღინიშნება სხვა გრანულომატოზური დაავადებების დროსაც, შესაბამისად კვლევა იზოლირებულად არ გამოიყენება სარკოიდოზის სადიაგნოსტიკოდ.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის მაჩვენებლები ბავშვებში შესაძლოა 50%-ით მაღალი იყოს, ზრდასრულების ნორმებთან შედარებით.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |