Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანგიოტენზინ II | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ანგიოტენზინ II
SKU: 1489

155.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ანგიოტენზინ II აქტიური, ძლიერი, თუმცა ლაბილური (არამდგრადი) პეპტიდია. ის წარმოიქმნება ანგიოტენზი I-ისგან, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის მონაწილეობით. მისი გამომუშავება კონტროლდება რენინის, არტერიული წნევის და სისხლის მოცულობის, ნატრიუმის ბალანსის და ალდოსტერონის დონის მეშვეობით.

ანგიოტენზინ II მონაწილეობს რენინ-ანგიოტენზინის კასკადში,  სისხლის წნევის რეგულირების პროცესში, სითხეების, ელექტროლიტების და ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.

რენინ-ანგიოტენზინის სისტემა შეიცავს ერთ აქტიურ პეპტიდს – ანგიოტენზინ II და ორ სპეციფიკურ რეცეპტორს (AT1 და AT2), რომელთა გააქტიურება ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.

სისხლის წნევის დაქვეითების შედეგად მცირდება იუქსტაგლომერულური აპარატის სისხლმომარაგება (თირკმელში), რასაც მოსდევს რენინის გამოყოფა ცირკულაციაში.

რენინი ზემოქმედებს ანგიოტენზინოგენზე და გარდაქმნის მას ანგიოტენზინ I-ად (ANG-1). ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის მეშვეობით ანგიოტენზინ I გარდაიქმნება ანგიოტენზინ II-ად (ეს ფერმენტი განსაკუთრებით აქტიური ფილტვის კაპილარებში).  რენინ-ანგიოტენზინის სისტემა პირდაპირ გავლენას ახდენს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე და უზრუნველყოფს სისხლძარღვის ტონუსის შენარჩუნებას. ასევე განაპირობებს წყალ-მარილოვანი ჰომეოსტაზის (მუდმივობის) შენარჩუნებას – ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულირებით.

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაში ასევე აღწერილია დამატებითი პეპტიდების ფრაგმენტების არსებობა, რომელთა ფუნქცია ურთიერთსაწინააღმდეგოა და ავსებს ერთმანეთს.  ნეიტრალური ენდოპეპტიდაზის, ამინოპეპტიდაზა A, B, N და  სხვა ფერმენტების ფერმენტების ზეგავლენით წარმოიქმნება ანგიოტენზინ II-ის პეპტიდური  ფრაგმენტები.

ანგიოტენზინ II უშუალოდ ჩართულია   არტერიულ ჰიპერტენზიასთან  ასოცირებულ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიასთან. უკუკავშირის მექანიზმების დახმარებით ანგიოტენზინ II ბლოკავს რენინის გამოყოფას. პაციენტების მცირე ჯგუფში აღინიშნება ე.წ ანგიოტენზინის „რეაქტივაციის“ ფენომენი, რომლის დროსაც მიუხედავად აგე-ინჰიბიტორებით ხანგრძლივი  მკურნალობისა აღინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობა, რაც ზრდის სიკვდილიანობის რისკს.

 

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

ანგიოტენზინ II განსაზღვრა რენინის მაჩვენებელტან ერთად, მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიცირებისთვის.

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. სისხლის ნიმუშის აღება ხდება პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში (სისხლის აღებამდე 30წთ უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურად).

 

შედეგების ინტერპრეტაცია

დიურეტიკების, მინერალოკორტიკოიდების, გლუკოკორტიკოიდების, ესტროგენების, ორალური კონტრაცეპტივების, მინერალების შემცველი პრეპარატების მიღება გავლენას ახდენს მირებულ მაჩვენებლებზე. ნიმუშის ჩაბარებამდე 24 საათის მანძილზე არ არის რეკომენდებული რადიოაქტიური პრეპარატების მიღებაც.

რეფერენტული ნორმები  ​​ 20-40 ნგ/ლ

ანგიოტენზინ II კვლევის შედეგები არ განიხილება  იზოლირებულად, არამედ სხვა კვლევების მონაცემებთან კონტექსტში.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/angiotensina-ii/

ლაბორატორიები
Call Now Button