
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
კვლევა ზომავს სისხლში ალფა-ამილაზის აქტივობას და ეხმარება ექიმს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისა და ანთებითი პროცესების გამოვლენაში.
ალფა-ამილაზა საჭმლის მომნელებელი ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს რთული ნახშირწყლების, განსაკუთრებით სახამებლის დაშლაში. ის ძირითადად გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალსა და სანერწყვე ჯირკვლებში. სისხლში მისი დონის განსაზღვრა გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანერწყვე ჯირკვლების მდგომარეობის შესაფასებლად.
მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ
მუცლის ზედა ნაწილის ტკივილის, გულისრევისა და ღებინების მიზეზის დასადგენად
კუჭქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებების შეფასებისას
სანერწყვე ჯირკვლების ანთებითი პროცესების, მათ შორის ყბაყურას, დროს
პანკრეატიტის მიმდინარეობისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის
ალფა-ამილაზას კონცენტრაცია იზრდება:
ალფა-ამილაზას კონცენტრაცია მცირდება:
ამილაზას დონე შეიძლება გაიზარდოს მთელი რიგი ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც გააჩნიათ მწვავე პანკრეატიტის მსგავსი კლინიკური სურათი (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, კუჭის პერფორირებული წყლული, ნაწლავის ობსტრუქცია, ქოლეცისტიტი, მეზენტერული სისხლძარღვების თრომბოზი, ფეოქრომოციტომა, დიაბეტური აციდოზი, გულზე ოპერაციების შემდგომი პერიოდი).
ამილაზას აქტივობის ზრდა უმეტეს შემთხვევაში რეაქტიულია. მწვავე პანკრეატიტის დროს სისხლისა და შარდის ამილაზას აქტივობა იზრდება 10-30-ჯერ დაავადების დაწყებიდან 4-6 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 12-24 საათის შემდეგ და სწრაფად მცირდება და უბრუნდება ნორმას მე-2-6 დღეს. შრატში ამილაზას დონის გაზრდა არ არის დაკავშირებული პანკრეატიტის სიმძიმესთან.
ამილაზას შეუძლია დიდი კომპლექსების წარმოქმნა იმუნოგლობულინებთან და პლაზმის სხვა ცილებთან (მაკროამილაზა) ერთად, ამიტომ ის ვერ გადის თირკმლის გლომერულებში. ამავდროულად, მაშინ, როცა ამილაზას შემცველობა შრატში იზრდება, შარდში შეინიშნება მისი ნორმალური აქტივობა.
პანკრეასის კიბოს დროს ამილაზას აქტივობა ოდნავ იზრდება ან ნორმალურ დონეზე რჩება, ამიტომ ტესტი არ არის ძალიან ინფორმატიული პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკისთვის.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ამილაზის განსაზღვრა უზმოდ არ არის აუცილებელი. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია ნიმუშის აღება მოხდეს ბოლო კვებიდან 2-3 საათში.
საკვლევი მასალავენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
