ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾65.00
არ არის მარაგში
ტუტე ფოსფატაზა (ALP) – ჰიდროლაზების კლასის ფერმენტი, რომელიც ძირითადად შედგება სამი იზოენზიმური ფორმისგან (ჰეპატობილიარული, ძვლოვანი, ნაწლავური), რასაც ემატება ორსულობის დროს გამოვლენილი გარდამავალი პლაცენტური ფორმა.
ტუტე ფოსფატაზა აკატალიზებს ფოსფორის მჟავას გამოყოფას მისი ორგანული ნაერთებისგან; ფერმენტი მოთავსებულია უჯრედის მემბრანაზე და მონაწილეობს ფოსფორის ტრანსპორტირებაში.
ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია იზრდება:
ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია მცირდება:
ტუტე ფოსფატაზა ჩართულია ძვლის ზრდასთან დაკავშირებულ პროცესებში, ამიტომ მისი აქტივობა ბავშვების შრატში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. შრატში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის არანორმალური მატება ძირითადად დაკავშირებულია ძვლის და ღვიძლის დაავადებებთან. ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება გვხვდება ქოლესტაზის (ნაღვლის შეკავება ნაღვლის სადინარებში) ყველა ფორმის დროს, განსაკუთრებით სიყვითლის ობსტრუქციული ფორმების შემთხვევაში.
დღენაკლულ ბავშვებში, ბავშვებში აქტიური ზრდის პერიოდში, ორსულ ქალებში (მესამე ტრიმესტრი) შეიძლება გამოვლინდეს ტუტე ფოსფატაზის ფიზიოლოგიური აქტივობის მომატება.
ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |