ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტუტე ფოსფატაზა (ALP) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Alkaline phosphatase (ALP) | ტუტე ფოსფატაზა (ALP)
SKU: 1068

Original price was: ₾18.00.Current price is: ₾16.20.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ტუტე ფოსფატაზა (ALP)

კვლევა განსაზღვრავს სისხლში ტუტე ფოსფატაზის აქტივობას და გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ასევე ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის შესაფასებლად.

ტუტე ფოსფატაზა (ALP) ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში ფოსფატების ცვლაში. ის ძირითადად გვხვდება ღვიძლში, სანაღვლე გზებსა და ძვლოვან ქსოვილში. ALP-ის აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლების ზრდისა და განახლების პროცესში, ასევე ნაღვლის ნორმალური გადინებისთვის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების ეჭვისას

  • სიყვითლისა და ნაღვლის გადინების დარღვევის დროს

  • ძვლოვანი ქსოვილის დაავადებების, მათ შორის პეჯეტის დაავადების ეჭვისას

  • D ვიტამინის დეფიციტისა და ძვლის მინერალიზაციის დარღვევების შეფასებისას

  • ღვიძლისა და ძვლოვანი დაავადებების მიმდინარეობის მონიტორინგისთვის

  • ღვიძლის ბიოქიმიური პროფილის ფარგლებში

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია იზრდება:

  • ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგია (დეფორმირებული ოსტეიტი, ოსტეომალაცეა, გოშეს დაავადება ძვლის რეზორბციით, ოსტეოსარკომა, სიმსივნის მეტასტაზები ძვალში, მოტეხილობების შეხორცების პერიოდი);
  • რაქიტი
  • პირველადი ან მეორადი ჰიპერპარათირეოიდიზმი
  • ღვიძლის დაავადებები (ციროზი, ღვიძლის ქსოვილის ნეკროზი, პირველადი ჰეპატოკარცინომა, ღვიძლის მეტასტაზური კიბო, ინფექციური, ტოქსიკური, წამლისმიერი ჰეპატიტი, სარკოიდოზი, ტუბერკულოზი, პარაზიტული დაზიანებები)
  • ინტრა- და ექსტრაჰეპატური ქოლესტაზი (ქოლანგიტი, სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭები, სანაღვლე გზების სიმსივნეები)
  • კვების დარღვევები (კალციუმის და ფოსფატების ნაკლებობა საკვებში)
  • ციტომეგალია ბავშვებში
  • ინფექციური მონონუკლეოზი
  • ფილტვის, თირკმლის ინფარქტი
  • ფიზიოლოგიური (ჩვილებში, ბავშვებში სწრაფი ზრდის პერიოდში, ქალებში ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და მენოპაუზის შემდეგ)

ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია მცირდება:

  • მემკვიდრეობითი ჰიპოფოსფატაზემია
  • ძვლის ზრდის დარღვევები (აქონდროპლაზია, კრეტინიზმი, ასკორბინის მჟავას დეფიციტი)
  • ჰიპოთირეოზი
  • ცილის დეფიციტი (კვაშიორკორი)
  • თუთიის და მაგნიუმის ნაკლებობა საკვებში

საცნობარო მნიშვნელობები

კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლის აღება. რეკომენდებულია ანალიზის ჩატარება უზმოზე, რადგან კვებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შედეგზე. ALP-ის მაჩვენებელი ასაკის, ორსულობისა და ძვლის ზრდის პროცესების მიხედვითაც შეიძლება იცვლებოდეს, ამიტომ შედეგის შეფასება უნდა მოხდეს კლინიკურ მონაცემებთან და სხვა ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად.

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 287 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button