Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტუტე ფოსფატაზა (ALP) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Alkaline phosphatase (ALP) | Laboratory research
SKU: 1068

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ტუტე ფოსფატაზა (ALP) – ჰიდროლაზების კლასის ფერმენტი, რომელიც ძირითადად შედგება სამი იზოენზიმური ფორმისგან (ჰეპატობილიარული, ძვლოვანი, ნაწლავური), რასაც ემატება ორსულობის დროს გამოვლენილი გარდამავალი პლაცენტური ფორმა.

ტუტე ფოსფატაზა აკატალიზებს ფოსფორის მჟავას გამოყოფას მისი ორგანული ნაერთებისგან; ფერმენტი მოთავსებულია უჯრედის მემბრანაზე და მონაწილეობს ფოსფორის ტრანსპორტირებაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ძვლის ქსოვილის პათოლოგია;
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები, მათ შორის ობსტრუქციული სინდრომის თანხლებით მიმდინარე;
  • ჰიპერპარათირეოიდიზმი;
  • სიმსივნეები (ტუტე ფოსფატაზა წარმოადგენს სიმსივნის მარკერს – გამოიყენება როგორც ღვიძლისა და ძვლის მეტასტაზების დეტექტორი).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია იზრდება:

  • ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგია (დეფორმირებული ოსტეიტი, ოსტეომალაცეა, გოშეს დაავადება ძვლის რეზორბციით, ოსტეოსარკომა, სიმსივნის მეტასტაზები ძვალში, მოტეხილობების შეხორცების პერიოდი);
  • რაქიტი;
  • პირველადი ან მეორადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
  • ღვიძლის დაავადებები (ციროზი, ღვიძლის ქსოვილის ნეკროზი, პირველადი ჰეპატოკარცინომა, ღვიძლის მეტასტაზური კიბო, ინფექციური, ტოქსიკური, წამლისმიერი ჰეპატიტი, სარკოიდოზი, ტუბერკულოზი, პარაზიტული დაზიანებები);
  • ინტრა- და ექსტრაჰეპატური ქოლესტაზი (ქოლანგიტი, სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭები, სანაღვლე გზების სიმსივნეები);
  • კვების დარღვევები (კალციუმის და ფოსფატების ნაკლებობა საკვებში);
  • ციტომეგალია ბავშვებში;
  • ინფექციური მონონუკლეოზი;
  • ფილტვის, თირკმლის ინფარქტი;
  • ფიზიოლოგიური (ჩვილებში, ბავშვებში სწრაფი ზრდის პერიოდში, ქალებში ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და მენოპაუზის შემდეგ).

ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია მცირდება:

  • მემკვიდრეობითი ჰიპოფოსფატაზემია;
  • ძვლის ზრდის დარღვევები (აქონდროპლაზია, კრეტინიზმი, ასკორბინის მჟავას დეფიციტი);
  • ჰიპოთირეოზი;
  • ცილის დეფიციტი (კვაშიორკორი);
  • თუთიის და მაგნიუმის ნაკლებობა საკვებში.

პროდუქტის აღწერა

ტუტე ფოსფატაზა ჩართულია ძვლის ზრდასთან დაკავშირებულ პროცესებში, ამიტომ მისი აქტივობა ბავშვების შრატში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. შრატში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის არანორმალური მატება ძირითადად დაკავშირებულია ძვლის და ღვიძლის დაავადებებთან. ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება გვხვდება ქოლესტაზის (ნაღვლის შეკავება ნაღვლის სადინარებში) ყველა ფორმის დროს, განსაკუთრებით სიყვითლის ობსტრუქციული ფორმების შემთხვევაში.

დღენაკლულ ბავშვებში, ბავშვებში აქტიური ზრდის პერიოდში, ორსულ ქალებში (მესამე ტრიმესტრი) შეიძლება გამოვლინდეს ტუტე ფოსფატაზის ფიზიოლოგიური აქტივობის მომატება.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button