ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾130.00
ალდოსტერონი არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება ქოლესტერინისგან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გლომერული ფენის უჯრედებში. ეს არის მთავარი და ყველაზე ძლიერი მინერალოკორტიკოიდი. ის მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმლებში, რაც იწვევს თირკმლის ტუბულებში ნატრიუმის და ქლორის რეაბსორბციის ზრდას. ამის შედეგად ორგანიზმში შეინიშნება ნატრიუმის და ქლორის შეკავება, შარდში სითხის გამოყოფის დაქვეითება, პარალელურად იზრდება კალიუმის ექსკრეცია. ალდოსტერონი მონაწილეობს ელექტროლიტების ბალანსის რეგულირებაში, სისხლის მოცულობის შენარჩუნებასა და არტერიული წნევის შენარჩუნებაში.
ალდოსტერონის ნორმალური სეკრეცია დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე – რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მოქმედება, კალიუმის შემცველობა (ჰიპერკალიემია ასტიმულირებს, ხოლო ჰიპოკალიემია თრგუნავს ალდოსტერონის წარმოებას), ACTH (ფიზიოლოგიურ პირობებში ალდოსტერონის სეკრეციის მოკლევადიანი მატება არ წარმოადგენს სეკრეციის რეგულირების მთავარ ფაქტორს), მაგნიუმი და ნატრიუმი სისხლში.
ალდოსტერონის ჭარბი რაოდენობა იწვევს ჰიპოკალიემიას, მეტაბოლურ ალკალოზს, ნატრიუმის შესამჩნევ შეკავებას და შარდის კალიუმის ექსკრეციის მომატებას, რაც კლინიკურად ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიის, კუნთების სისუსტის, კრუნჩხვებისა და პარესთეზიების და არითმიების სახით.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს (კონის სინდრომი) აღინიშნება ალდოსტერონის სეკრეციის ავტონომიური მატება, რომლის მიზეზი ყველაზე ხშირად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გლომერულური ზონის ადენომაა (62% -მდე).
მეორეული ჰიპერალდოსტერონიზმი ასოცირდება გულის შეგუბებით უკმარისობასთან, ღვიძლის ციროზთან და ასციტთან, თირკმლების გარკვეულ დაავადებებთან, ჭარბი კალიუმითა და ნატრიუმის დაბალშემცველობით დიეტასთან, ორსულთა ტოქსიკოზთან, თირკმლის არტერიის სტენოზთან (ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევის 2-3%).
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი ხასიათდება ალდოსტერონის დონის მომატებით, პლაზმური რენინის დაბალი აქტივობით, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმისთვის – ალდოსტერონის კონცენტრაციის მომატება, კომბინირებულია პლაზმური რენინის მაღალ აქტივობასთან.
ჩვეულებრივ, ჰიპოალდოსტერონიზმს თან ახლავს ჰიპონატრიემია, ჰიპერკალემია, შარდში კალიუმის ექსკრეციის დაქვეითება და ნატრიუმის ექსკრეციის მომატება, მეტაბოლური აციდოზი და ჰიპოტენზია. ამ მდგომარეობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია რენინის შემცირება თირკმლების დაზიანების გამო (ჰიპორენინემიური ჰიპოალდოსტერონიზმი), განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ქრონიკულ უკმარისობას (ადისონის დაავადება), თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ პათოლოგიას, ამილოიდოზს თან ახლავს ალდოსტერონის დონის დაქვეითება და პლაზმის რენინის ზრდა.
ალდოსტერონის შემოწმების წინ, საჭიროა პაციენტს მოეხსნას ამ ჰორმონის დონეზე მოქმედი წამლები.
1. რეკომენდებულია სუფრის მარილის ზომიერი მიღება
2. მაღალი არტერიული წნევის კონტროლისთვის ზოგჯერ საჭიროა აგფ ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტა და სხვა ჯგუფით ჩანაცვლება
3. სასურველია ნიმუშის აღება დილით. ნიმუშის აღებამდე აუცილებელია პაციენტი იყოს მოსვენებით მდგომარეობაში
4. მიზანშეწონილია სისხლში და შარდში ნატრიუმის და კალიუმის კონცენტრაციის წინასწარ განსაზღვრა
5. თავიდან უნდა იქნას აცილებული რადიოაქტიური იზოტოპების მიღება კვლევამდე 24 საათით ადრე
6. კვლევის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს შრდმდნენები, აგფ ინჰიბიტორები, ჰორმონული მედიკამენტები. მედიკამენტის შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი
ვენური სისხლი
დონის მომატება:
დონის კლება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |